მთავარი ჯანმრთელობა კვლევა: დღეში რამდენი ჭიქა ყავაა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის

კვლევა: დღეში რამდენი ჭიქა ყავაა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის

by Keti

მე17 საუკუნეში, ყავის სმა სიკვდილით ისჯებოდა. შემდეგ ხალხს სჯეროდა, რომ ამ სასმელს ტვინის შემცვლელი ეფექტი ჰქონდა. საბედნიეროდ, დღეს იმდენ ყავას ვსვამთ, რამდენიც გვსურს და მისი სასარგებლო თვისებებიც ცნობილია. თუმცა დღემდე მიდის დისკუსია იმაზე, თუ რამდენი ჭიქა ყავის დალევაა მისაღები დღის მანძილზე.

ჩვენ ამ სტატიაში საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით ყავის დღიური ნორმის შესახებ.

ყავის ის რაოდენობა, რაც გულისთვის სასარგებლოა

გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კოფეინი სისხლძარღვების უჯრედებს ისე ააქტიურებს, რომ უმჯობესდება მათი მუშაობა და სხეული თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობს. მეცნიერების რწმენით, გულის ეფექტური მუშაობისთვის დღის განმავლობაში ყავის ოპტიმალური რაოდენობა არის დღეში 4 ჭიქა.

ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

წლებთან ერთად, მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ყავის რეგულარული მსმელები უფრო ნაკლებად წუხდებიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით. ეს პრობლემებია გულის დაავადებები, ინფარქტი, რესპირატორული დაავადებები, ინფექციები და დიაბეტი. ასევე აშშ-ში ჩატარდა დიდი კვლევა, სადაც წლების მანძილზე იკვლევდნენ 400 000 ყავის მოყვარულ ადამიანს, ისინი ყოველდღე სვამდნენ ამ სასმელს და უფრო გვიან კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ყავას ნაკლებად იღებდა.

თუმცა ზედმეტსაც ნუ დალევთ

ყავის დიდი რაოდენობით მიღებაც მავნეა ორგანიზმისთვის. კვლევის თანახმად, ერთ დღეში 6 სტანდარტული ზომის ესპრესოს ჭიქაზე მეტის დალევა ზრდის გულის 22%ით ზრდის დაავადებების რისკს.

რა ხდის ყავას მავნეს

თუ დღეში 6 ჭიქა ყავაზე მეტს სვამთ, მხოლოდ კოფეინი არ მოქმედებს ორგანიზმზე ცუდად. ყავის ბევრ მოყვარულს უყვარს ამ სასმელის დატკბობა შაქრით ან ნაღებით, რაც მეტი ცხიმი და კალორიაა. ის მართალია, რომ შავი ყავის სათანადო რაოდენობა დიაბეტის რისკს ამცირებს, მაგრამ თუ მათ დამატკბობლებს, ნაღებსა და არომატიზატორებს დავუმატებთ, სისხლში შაქრის დონე გაიზრდება.

ბონუსი: კოფეინის რაოდენობის განსაზღვრა

კოფეინს მხოლოდ ყავა არ შეიცავს, ეს ნივთიერება ასევე გვხვდება ჩაიშიც და სხვა საკვებშიც. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოფეინის ონლაინ კალკულატორიც, რათა გაიგოთ, რამდენს იღებთ დღის მანძილზე.

თქვენ რამდენ ჭიქა ყავას სვამთ დღის მანძილზე? გიცდიათ ოდესმე ყავის სმის შეწყვეტა? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: