რა მოხდება, თუკი ყოველდღე, ჩაგდების გარეშე, მივირთმევთ ღორის ქონს

by Keti Alaverdashvili

ღორის ქონი ფასეული პროდუქტია და მას მრავალ ქვეყანაში ამზადებენ. ეს გამდნარი ცხიმი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს და არის ძალიან გემრიელი, ის უხდება ასევე ბუტერბროდებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით ღორის ქონის სასარგებლო თვისებებზე და დაბეჯითებით გირჩევთ, რომ მოამზადოთ ის სახლის პირობებში.

ღორის ქონი გამოიყენება ხორცისა და თევზის წვნიანებში, სხვადასხვა პროდუქტის შესაწვავად და გამოსაცხობად. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სალა და ცხიმიანი ნაჭრები. ისინი უნდა ჩაალბოთ წყალში მთელი ღამით და რამდენჯერმე გამოუცვალოთ წყალი. შემდეგ დაჭერით სალა პატარა ნაწილებად და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. სურვილის მიხედვით, მყარი ნაწილები, რომლებიც დნობის შედეგად დარჩება, შეგიძლიათ ცალკე კერძად გამოიყენოთ.

ვიტამინები ღორის ქონში

ეს პროდუქტი მდიდარია B, E, D ჯგუფის ვიტამინებით და აგრეთვე სელენით. იგი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და ამდენად, დადებითად მოქმედებს გულისა და ღვიძლის მუშაობაზე.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ხალხურ მედიცინაში ღორის ქონს იყენებენ სახსრების ტკივილის გასაყუჩებლად. ასეთ დროს ღორის ქონს ურევენ თაფლს 2:1 თანაფარდობით და ისვამენ მტკივან ადგილას. შემდეგ ამ ადგილს იფუთავენ თბილი ქსოვილით მთელი ღამის მანძილზე. ეს საშუალება აქრობს სახსრების ტკივილს. იგი გამოიყენება სხვადასხვა დაჟეჟილობის დროსაც.

ხველების საწინააღმდეგო საშუალება

გაციებისას და ხველებისას თბილ ღორის ქონს იზელენ ყელში და გულ-მკერდის არეში. მისგან ამზადებენ ხსნარსაც – 40 გ ღორის ქონს ურევენ 2 ს. კ. სპირტს და ორიოდ წვეთ წიწვის ზეთს. შემდეგ კი იფუთავენ შალის ქსოვილით.

ღორის ქონისგან მომზადებული მალამოები გამოიყენება ხალების, ეკზემის, ნაწიბურების სამკურნალოდ

ღორის ქონი სილამაზისთვის

თმის სიგრძის მოსამატებლად ღორის ქონს ისვამენ თმის ძირებზე. შედეგად თმა ხდება ბზინვარე. ღორის ქონს ასევე იყენებენ სახის დატენიანების მიზნით, მით უმეტეს, ზამთარში. წაისვით ეს საშუალება სახეზე 10 წუთით, შემდეგ გაიწმინდეთ სახე ნარჩენებისგან და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ღორის სალის საკვებად გამოყენება უნდა შეიზღუდოს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა და ნაღვლის ბუშტის პრობლემები.

თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ ღორის ქონს საკვებად ან თავის მოვლის მიზნით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ასევე დაგაინტერესებთ