20 ფაქტი ყველასათვის საყვარელი პროდუქტის – ,,ნუტელას” – შესახებ

by Keti Alaverdashvili

ადრეული 1960იანი წლებიდან მოყოლებული, ნუტელა მსოფლიოში ყველაზე საყვარელი დამტკბარი თხილის შოკოლადის კარაქია. ადამიანები გლობალურად გიჟდებიან მის გემოზე და უფრო და უფრო იზრდება პროდუქტის მყიდველთა რიცხვი.

ნუტელა ბევრი ტკბილეულისთვის დამახასიათებელ თვისებას აერთიანებს: ნაყინის, ნამცხვრის და საკონდიტრო ნაწარმების. თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც მისი ორიგინალური რეცეპტია, რომელსაც პურზე ან ფუნთუშებზე გადაისვამენ ხოლმე.

მაშ ასე, დღეს თქვენ გაიგებთ მეტ კონკრეტულ ფაქტს ამ ტკბილეულის კომპანიის შესახებ.

  1. ნუტელას ოფიციალური წარმოება პირველად 1964 წელს დაიწყო იტალიურმა კომპანიამ.
  2. ნუტელას პირველი ვერსია 1963 წელს შეიქმნა.
  3. 2019 წლის მონაცემებით, 15 გრამ ნუტელაში 80 კილოკალორიაა.
  4. 2019 წლის მონაცემებით, ნუტელას ყოველწლიური მოგება 12 მილიარდი დოლარია.
  5. 2013 წლის სტატისტიკით, გაყიდული ნუტელას ყოველწლიური საშუალო რაოდენობა 365,000 ტონა იყო.
  6. პირველად ნუტელას ცნობილი კრემი იტალიურმა კომპანია – ფერერომ – აწარმოა.
  7. ნუტელა ერთ-ერთი ტოპ გაყიდვადი თხილის კარაქია მსოფლიოში.
  8. ნუტელას მთავარი ინგრედიენტი ტყის თხილია.
  9. მიკელე ფერერო 2008 წელს იტალიის უმდიდრესი ადამიანი გახდა, მას შემდეგ, რაც ნუტელას რეცეპტი უფრო სრულყოფილი გახადა.
  10. ნუტელას ამჟამინდელი შეფი მიკელე ფერეროს ვაჟი, ჯოვანი ფერეროა.
  11. ფერეროს კომპანია ასევე ფლობს შოკოლადის სხვა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა ფერერო როშე და ქინდერი.
  12. ნუტელას სახელი თავიდან Gianduja უნდა ყოფილიყო, ამ სახელით ტურინში ასევე არსებობს თხილის შოკოლადის კარაქის კომპანია.
  13. ნუტელას მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 5 თებერვალს.
  14. ნუტელაში შემავალი ვანილინი ნეიროტოქსინად არის მიჩნეული ადამიანის ტვინისთვის.
  15. ნუტელა ხელმისაწვდომია 160 ქვეყანაში.
  16. ნუტელას თითოეული ქილა შეიცავს დაახლოებით 52 თხილს.
  17. მიკელე ფერერო 2015 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  18. კომპანოა ფერერო ასევე ფლობს ტკბილეულის ბრენდ Tic Tac-ს.
  19. ნუტელას კარაქის ყოველწლიურად დამზადებული რაოდენობა 1000 რეგულარული ზომის სტადიონს დაფარავდა.
  20. ნუტელას სათაო ოფისი ტურინის პროვინცია – პინო ტორინესში მდებარეობს.

თქვენ თუ გიყვართ ნუტელა? კიდევ ხომ არ გსმენიათ რაიმე საინტერესო ფაქტი ამ პროდუქტის შესახებ? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი სხვა ნუტელას მოყვარულ მეგობრებსაც აჩვენეთ!

0

ასევე დაგაინტერესებთ