მთავარი საკითხავი ცხოვრების “მასტერკლასები” გენიოსი ადამიანებისგან

ცხოვრების “მასტერკლასები” გენიოსი ადამიანებისგან

by guramus

1. „იყავი მხოლოდ აწმყოში. წარსულში შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, მომავალი კი არასოდეს გეწვევა ისეთი სახით, როგორსაც წარმოიდგენ ან მოელი.“ დენ მილმანი


2. „სამოთხიდან განდევნას ყოველ ჩვენთაგანი მაშინ განიცდის, როდესაც ფიქრს ვიწყებთ, როდესაც სახელებს ვუწოდებთ და შევიმეცნებთ. გესმის, არა მხოლოდ ადამი და ევა, ყველა ჩვენგანი!
გონების დაბადება – ეს გრძნობების სიკვდილია… ეს საერთოდ არ წააგავს იმას, როდესაც ვაშლს მივირთმევთ და ამით ოდნავ ღელვას ვგრძნობთ.“  დენ მილმანი


3. „ყოველი ადამიანი, იმდენად, რამდენადაც ესმის, საკუთარ თავზე მუშაობს, და იმდენად, რამდენადაც ვერ ესმის, მუშაობს იმაზე, ვისაც უფრო მეტი ესმის.
შენ მართავ, მაგრამ შენც იმართები.“ პლუტარქე


4. “დიდი ადამიანი თავის დროს უსწრებს, გონიერი ადამიანი დროს ყველანაირ გზაზე თან სდევს, ეშმაკი კაცი – ცდილობს დრო რიგიანად გამოიყენოს, სულელი კი დროს წესისამებრ გზად ეღობება.” ედუარდ ბაუერნფელდი, ავსტრიელი დრამატურგი, 1802 – 1890


5. „სხეული – ადამიანის მთავარი საათია. სხეული ბერდება… რისთვის სჭირდება ადამიანს მთელი სამყაროს საათები, თუ მას ამ საათებიდან უმთავრესი აქვს?
მნიშვნელობით მეორე საათი – ესაა სხვა ადამიანების სხეულები. ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი სხეული – არასწორი საათია, რომ ის შეიძლება წინ გარბოდეს ანდა კიდევ ჩამორჩებოდეს. წარმოუდგენელი ჰგონია, რომ მთელი საჯარისო ასეული ფეხს ურევდეს და მხოლოდ მეთაური იყოს სწორ რიტმში.
მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, საკმარისია წაართვა ადამიანს აი ეს მთავარი საათი. მაშინ ცხადი ხდება, რომ ის სხვა საათები არაფერს აჩვენებენ.“ ვლადიმერ ტარასოვი, ცნობილი რუსი ბიზნეს–ტრენერი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი


6. „გეშინოდეთ იმის, ვინ დარტყმაზე დარტყმით არ გპასუხობთ; ის არც თქვენ მოგიტევებთ და არც თავად მისი პიროვნების პატიების შესაძლებლობას არ მოგცემთ.“ ჯორჯ ბერნარდ შოუ


7. “მე ვთვლი, რომ მამაჩემის ცხოვრება – ისტორიაა. მე არ შემიძლია იგი ბიოგრაფიასავით აღვიქვა, რადგან აღფრთოვანებული ვარ მისით. მამა ოთხ შვილს ზრდიდა და ხელთ არაფერი ჰქონდა. თუ რამე ებადა – ეს მანქანა და ძაღლი იყო… და კიდევ ჩოგბურთი უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ ერთხელ ძაღლი მანქანაში ჩასვა და გადაწყვიტა სამუდამოდ წასულიყო ჩიკაგოდან – იმ ქალაქიდან, სადაც მაშინ ცხოვრობდა. წასულიყო სადმე, სადაც შეეძლო ეთამაში ჩოგბურთი წელიწადში 365 დღე. ასეთ ადგილად მამას ლას–ვეგასი მიაჩნდა. იგი შვილებთან ერთად გადაცხოვრდა ლას–ვეგასში და ერთ წამსაც არ დაეჭვებულა და არც არაფერზე აღელვებულა.
დღეს მე ორ შვილს ვზრდი, ყველაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მსგავსი რამის გაბედვა შემეძლოს.” ანდრე აგასი, ამერიკელი ჩოგბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ფილანტროპი


8. „ყოველ დილით მე ჩამოვფოფხდები ხოლმე ჩემი ლოგინიდან და საკუთარ თავს ვეკითხები: „ნუთუ მე ეს სინამდვილეში მჭირდება?“.. და შემდეგ გარაჟში მოწყობილ სპორტდარბაზში მივლასლასებ. ეს სახალისო არაა და მე მძულს ეს. მარტოობაში ვვარჯიშობ და შტანგას ვეწევი. 25 სხვადასხვანაირი, რთული, სპორტული ტრენაჟერი მაქვს… მარტო ვარ, მეძინება, მთელი სხეული მტკივა და ვუყურებ ამ სავარჯიშო მოწყობილობებს. თითოეულში 160 კილოგრამია და ყველაზე მძიმე, რაც ამიწევია ბოლო რვა საათის განმავლობაში ეს ბალიშია.“ სილვესტერ სტალონე, ამერიკელი მსახიობი, რეჟისერი, სცენარისტი, პროდიუსერი


9. „ჯობს ზეზეულად მოკვდე, ვიდრე დაჩოქილი ცხოვრობდე.“ ერნესტო “ჩე” გევარა


10. „საქმე იმაშია, რომ სწორედ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის სიმწირე წარმოშობს ეგოიზმს. ვისაც არ უყვარს საკუთარი თავი და არ აღიარებს მას, ის გამუდმებულ წუხილშია საკუთარი თავის გამო. მასში არასოდეს ჩაისახება გარკვეული შინაგანი დარწმუნებულობა, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულისა და თვითმიღების საფუძველზე შეუძლია არსებობა. ეგოისტი უბრალოდ იძულებულია მხოლოდ საკუთარი თავით იყოს დაკავებული, ხარჯავდეს საკუთარ ძალისხმევასა და უნარებს მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე იშოვოს ის, რაც სხვებსაც უკვე აქვთ.
იმის გამო, რომ სულში ეგოისტს არც შინაგანი კმაყოფილება და არ დარწმუნებულობა არ გააჩნია, მან გამუდმებით უნდა უმტკიცოს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს, რომ ის სხვებზე ნაკლები არ არის.“


11. „იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი!“

„მრავლის მისაღწევად – მრავალი უნდა დაკარგოთ!“ ჩე გევარა


12. “მე განმათავისუფლებელი არ ვარ. განმათავისუფლებლები არ არსებობენ. ადამიანები თვითონვე ითავისუფლებენ თავებს.“ ჩე გევარა


13. „მეტად საწყენია თუ მეგობრები არ გყავს, მაგრამ უფრო გულდასაწყვეტია, თუკი მტრები არ გყავს.“ ჩე


14. “რა ანგარიშიანი ყოფილხარ, ჩემო მეგობარო. დაიმახსოვრე: ის, რისი ყიდვაც ფულითაა შესაძლებელი – უკვე იაფფასიანი რამეა!”
15. “ბედნიერია ის, ვინც ვერ ამჩნევს, ზაფხულია ახლა თუ ზამთარი”. ანტონ ჩეხოვი


16. „როდესაც გული გტკივა – ეს დაავადებაა, როდესაც გული სხვების გამო გტკივა – იდიოტიზმი“. „ექიმი ჰაუსი“, მერვე სეზონი, მესამე სერია


17. „არასოდეს თქვა უარი როკ-ნ-როლზე და ინფორმატორებზე“. „დოქტორი ჰაუსი“, მეორე სეზონი, მეათე სერია, ამერიკული სერიალი


18. „მინდა რომ კბილებში გწყვიტოთ, მაგრამ რატომ უნდა გავაუმჯობესო თქვენი გარეგნობა?“ “ექიმი ჰაუსი”


19. „მაპატიე, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ჩვენ უბრალოდ ქიმიურ შენაერთების კრებული ვართ.“ “ექიმი ჰაუსი”


20. „ობამას ჰყავს 100 მცველი, მაგრამ არ იცის, რომელია მათგან ტერორისტი. სარკოზის ჰყავს 100 მდივანი, მაგრამ არ იცის, რომელია მათგან სიფილისით დაავადებული. პუტინს ჰყავს 100 მრჩეველი, მაგრამ არ იცის, რომელია მათგან სულელი“.პოლიტიკური ანეკდოტი


21. იგი, ვინც პატივს სცემს კანონებს და უყვარს ძეხვეული, უმჯობესია საერთოდ არ ხედავდეს როგორ მზადდება ისინი.“ მარკ ტვენი


22. “აკეთე ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს”. ჩაკ პალანიკი


23. “ის, ვინც შენ გიყვარს, და ის, ვისაც შენ უყვარხარ, ვერასოდეს ვერ იქნება ერთი და იგივე ადამიანი“.


„მთელი ცხოვრება შენ ცდილობ ღმერთად იქცე, და მერე შენ კვდები…“ ჩაკ პალანიკი


24. „ადამიანის დაბადება – ეს შეცდომაა, რომლის გამოსწორებასაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს.“


„ჩვენ ყველა საკუთარი სიძულვილის მსხვერპლნი ვართ“.


„ჩვენ სინამდვილეში თავად ვთხზავთ ტრაგედიას, რომ რაღაცნაირად შევავსოთ სიცოცხლის სიცარიელე.“ ჩაკ პალანიკი


25. „დროა ადამიანურ სისულელეს ანგარიში გავუწიოთ, როგორც რეალურ ძალას.“ ფრიდრიხ ნიცშე


26. „ჩემი მამა – შიმშილია, რომელმაც მე უდაბნოზე მერეკებოდა. ჩემი დედა – გაჭირვებაა, რომელმაც გამოიტირა თვალნი ჩემნი მჭმუნვარებისაგან, არ ჰქონდა რა რძე ახალშობილისათვის. ჩემი მასწავლებელი – ჯალათის მახვილის შიშია.“ ჩინგიზ–ხანი, „თემუჯინი“, მონღოლთა იმპერიის დამფუძნებელი და პირველი დიდი ყაენი, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იმპერიის შემქმნელი (მომიჯნავე ტერიტორიებით), დაახლ. 1155 ან 1162 – 1227 წწ


27. კურდღელი მივა ცირკის დირექტორთან.
– ძალიან მაგარი ნომერი–ატრაქციონი მაქვს. პოლიტიკური!
– რა ატრაქციონი? – ეკითხება დირექტორი.
– ცირკის გუმბათს ქვეშ ვკიდებთ ბეჰემოტს. ცირკის არენაზე გამოგვაქვს მ…ნერით სავსე ვანა. შემდეგ მე კულისებიდან ვისვრი, ბეჰემოტი ვარდება. მთელი პუბლიკა მძ…ერშია…
და ამ დროს მე გამოვდივარ ჩემი არაჩვეულებრივი, თეთრი ქათქათა ფრაკით! მთავარი პოლიტიკური ანეკდოტი


28. „ადამიანის უდიდესი ნეტარებაა – დაამარცხოს მტერი, წაართვას მას მისი მთელი სიმდიდრე, გახედნოს მისი ცხენები, იკრავდეს გულში მის ცოლებსა და ქალიშვილებს.“ თემუჯინი


29. „გეშინია – ნუ აკეთებ, აკეთებ – ნუ გეშინია, არ გააკეთებ – დაიღუპები.“ ჩინგიზ–ხანი


30. „დღისით და ღამით გვმართებს პოეტის სიტყვები გვახსოვდეს: მხოლოდ დუმილია ძლევამოსილი – სხვა ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა სისუსტე“. ჩინგიზ–ხანი


31. „გამარჯვების შესაძლებლობა მხოლოდ შეტევაშია.“

„შეძელი ადამიანები სიამაყით აღავსო. და სიამაყე მათ სულელებად აქცევს. და მაშინ შენ დაიპყრობ მათ…“ ჩინგიზ–ხან

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: