მთავარი საკითხავი 4 შიშველი სიმართლე, რომელიც პლასმასის ბოთლების მწარმოებლებს არ სურთ რომ გვითხრან

4 შიშველი სიმართლე, რომელიც პლასმასის ბოთლების მწარმოებლებს არ სურთ რომ გვითხრან

by Keti

ყველა ადამიანი სვამს წყალს პლასტიკური ბოთლებიდან, მაგრამ იცით დაფარული და ბნელი სიმართლე ამ ჭურჭლების შესახებ? ჩვენ დღეს 4 ფაქტს გაგიზიარებთ, რომლის შემდეგაც გადაიფიქრებთ წყლის ყიდვას მარკეტებში.

4. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ პლასტიკური ბოთლები ხელმეორედ

პლასტიკური ბოთლი ხშირად გამოყოფს საშიშ ქიმიებს. ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებულ ნიშნებს ბოთლის ქვედა ნაწილზე: ეს ისრიანი სამკუთხედი გამოხატავს, თუ რა ტიპის პლასტიკაა გამოყენებული ბოთლის დამზადებისას.

  • ბოთლი, რომელზეც დატანილია 1 (PET ან PETE) მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაშია უსაფრთხო. როცა ბოთლში შედის ჟანგბადი ან მაღალი ტემპერატურა, მათ შორის, მზის სითბო, ის ივსება ტოქსიკური ნივთიერებებით და შემდეგ ისინი ხვდება წყალშიც.
  • მოერიდეთ ბოთლებს, რომელზეც გამოსახულია 3 ან 7 (PVC და PC), რადგან ისინი გამოყოფს მომწამვლელ ქიმიკატებს, რომლებიც აღწევს საკვებშიც და სასმელშიც და იწვევს ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს.

პოლიეთილენისა (2 და 4) და პოლიპროპილენისგან (5 და PP) დამზადებული ბოთლები გამოდგება მრავალჯერადი გამოყენებისთვის. ისინი უსაფრთხოა, თუკი ივსება ცივი წყლით და ხდება მისი პერიოდული დეზინფიცირება.

3. ბაქტერიები და ბაზისური ჰიგიენის მოშლა

გამოყენებული პლასტიკური ბოთლიდან წყლის დალევა ისეთივეა, როგორც უნიტაზის დასაჯდომის ალოკვა, მეცნიერების თქმით, ალბათ უარესიც კი. ასეთ ბოთლებში ბაქტერიების რაოდენობა ხშირად სცდება უსაფრთხოების ლიმიტებს. ბოთლზე ჩვენ ვქმნით იდეალურ გარემოს ბაქტერიების გასამრავლებლად – ჩვენი ჭუჭყიანი ხელებით, ბოთლის გაურეცხაობით და მასში თბილი წყლის დაყოვნებით.

როგორ მოვიქცეთ? გარეცხეთ ბოთლები რეგულარულად თბილი საპნიანი წყლით, ძმრით ან ანტიბაქტერიული პირის სავლებით.

ბოთლის ხშირი რეცხვაც კი არ ხდის მას უსაფრთხოს, ჩვენ მაინც შეიძლება მივიღოთ საკვებისმიერი მოწამლვა ან ჰეპატიტი A-ც კი. კვლევის მიხედვით, ბოთლის ყელზე ყველაზე მეტი ბაქტერია ცხოვრობს, რომელთა ბოლომდე ჩამორეცხვა შეუძლებელია. გამოყენეთ საწრუპი ან ერთჯერადი ჭიქები.

2. საიდან მოდის ეს წყალი?

ბევრი კომპანია აღნიშნავს, რომ ისინი ბოთლებით წყაროს წყალს ყიდიან. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ხშირად ბოთლებში იმის იდენტური სითხე ასხია, რაც ჩვენი სახლის ონკანებშიც მოდის. რეალურად, ჩვენ მხოლოდ ბოთლს ვხედავთ, რომელზეც ერთი და იგივე შეფუთვაა

1. არომატული წყლები არ არის ჯანსაღი

კომპანიები ხშირად წყალს გარკვეულ არომატებს ამატებენ, ეს კი სასმელს სხვადასხვა გემოს აძლევს. ამ დანამატებიან წყალზე კი ირწმუნებიან, რომ ის შაქრიან სასმელებზე ჯანსაღია, თუმცა ეს ასე არ არის.

რეალურად, ზოგჯერ ეს წყლებიც იმდენივე შაქარს შეიცავს, როგორც გაზიანი სასმელები. ასე რომ, არ წამოეგოთ რეკლამის მახეებზე და წაიკითხეთ ინსტრუქციები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: