მთავარი კულინარია გთავაზობთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩებურეკის იდენტურ რეცეპტს. ჩაიწერეთ, თუ მოგენატრათ

გთავაზობთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩებურეკის იდენტურ რეცეპტს. ჩაიწერეთ, თუ მოგენატრათ

by Keti

საბჭოთა კავშირიდან ე.წ. ჩებურეკი ერთ-ერთი იმ კერძთაგანია, რომელიც სალათ ,,ოლივიესთან” და მსგავს საკვებთან ერთად წარსულს გვახსენებს. ჩებურეკებს მკაცრი რეცეპტის მიხედვით ამზადებდნენ, ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე. შეგიძლიათ ის სახლშიც მოამზადოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 600 გ ღორის ფარში
  • 2 ცალი ხახვი
  • 150 მლ წყალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

 

მომზადება

1. ნახევარი ჩ. კ. მარილი გახსენით რძეში. ფქვილის გროვაში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით მასში ეს ნარევი. მოზილეთ ცომი. ჩადეთ პაკეტში და გადადეთ ნახევარი საათით.

2. მოამზადეთ შიგთავსი. ხახვი და ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ მას მარილი და პილპილი. აურიეთ.

3. ჩაასხით ფარშში ძალიან ცივი წყალი და აურიეთ. ფარში უნდა იყოს ჭარბად წვნიანი.

4. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით თანაბარ ნაწილებად. ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ თხელი ფირფიტის სახით. დადეთ მის ერთ ნახევარზე 2 ს. კ. შიგთავსი, გადააფარეთ მეორე და დაუმაგრეთ ნაპირები.

5. ტაფაში ჩაასხით ბევრი ზეთი და კარგად გააცხელეთ. ჩაყარეთ მასში ჩებურეკები და შეწვით ორივე მხრიდან თითო წუთის განმავლობაში. მზა ჩებურეკები ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

რა თქმა უნდა, ჩებურეკი ყოველდღიურად მისაღები კერძი არ არის, თუმცა პერიოდულად შეიძლება საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრება ამ გემრიელობით. თან სახლში მომზადებული ბევრად უფრო კარგი გამოდის, ვიდრე გარეთ ნაყიდი.

გირჩევთ, რომ რომელიე დასვენების დღეს არ იზარმაცოთ და მოამზადოთ ეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვები. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!