მთავარი კულინარია რატომ უნდა შევწყვიტოთ მაკარონის მოხარშვა ქვაბში და მოვამზადოთ ის მხოლოდ ტაფაზე

რატომ უნდა შევწყვიტოთ მაკარონის მოხარშვა ქვაბში და მოვამზადოთ ის მხოლოდ ტაფაზე

by Keti

პოპულარულმა ბრიტანელმა მზარეულმა, ტელეწამყვანმა და შოუმენმა – ჯეიმს მარტინმა – ცოტა ხნის წინ გაგვიზიარა ყველაზე მარტივი კერძის მომზადების რეცეპტი. ჩვენ მას გაგიზიარებთ და გასწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ პასტა ინგლისური რეცეპტით.

პოპულარულმა ბრიტანელმა შოუმენმა ეთერში მაკარონის მომზადების მთავარი ფანდი გაგვიმხილა. აღმოჩნდა, რომ მთელი მაგია მდგომარეობს ცხიმისა და მარილის სწორ თანაფარდობაში. მისი სიტყვებით, ეს კერძი საერთოდ არ უნდა შეიცავდეს ცხიმს, თუმცა ბევრი მარილი ძალიან უხდება.

ჩვენ მიჩვეულები ვართ მაკარონის ბევრი ცხიმით მომზადებას, ეს კი ჯანმრთელობისთვის მთლად სახარბიელო არ არის.

,,მაკარონიან ტაფაში ჩაამატეთ ბევრი წყალი და ბევრი მარილი,” – ამბობს მარტინი. როგორც წესი, ის ერთ ტაფაში ორ დიდ მუჭა მარილს ამატებს, ცხიმი კი უმჯობესია რაიმე სოუსმა შეცვალოს – მაგალითად, პესტომ არ კარბონარამ.

მარტინი აღნიშნავს, რომ ასეთი მომზადება მას ცნობილმა იტალიელმა კულინარმა ასწავლა. იტალიელებმა კი ნამდვილად ყველაზე გემრიელად იციან მაკარონის მომზადება. იტალიელი მზარეულის თქმით, ყველაზე გემრიელ მაკარონს უნდა ჰქონდეს ზღვის გემო. საინტერესოა, არა?

სხვა ცნობილი ამერიკელი კულინარი კი გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვხარშოთ იდეალურად ქათმის კვერცხი. ის აღნიშნავს, რომ კვერცხი უნდა იხარშებოდეს დაბალ ცეცხლზე, ზუსტად 12 წუთი – არც მეტი, არც ნაკლები. შემდეგ აუცილებლად უნდა ჩავაწყოთ ცივ წყალში. ასეთი სახით გამოდის იდეალურად მოხარშული კვერცხი.

რა თქმა უნდა, თითოეულ დიასახლისს თავისი მომზადების წესები აქვს ყველა კერძთან მიმართებით. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული სოუსსე და მაკარონის სხვა გარნირებზე. სხვათაშორის, მაკარონს ყველაფერი უხდება და ამ მხრივ ის უნივერსალური კერძია. მადლობა იტალიელებს ამ კერძის შექმნისთვის და ასევე კულინარებს მომზადების სასარგებლო დეტალების გაზიარებისთვის.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: