მთავარი რჩევები რატომ არ უნდა ჩავიცვათ კოლგოტები ჯინსის შარვლის ქვეშ

რატომ არ უნდა ჩავიცვათ კოლგოტები ჯინსის შარვლის ქვეშ

by Keti

ცივ სეზონზე ზოგი ქალი ჯინსის შარვლის ქვეშ იცვამს კოლგოტებს, თუმცა ეს არცთუ ისე საიმედო მეთოდია სიცივისგან დასაცავად და გარდა იმისა, რომ ამ მხრივ უსარგებლოა, სახიფათოც კია.

რაში მდგომარეობს პრობლემა? კაპრონის კოლგოტების ჩაცმის თაობაზე ქალები წლის თბილ პერიოდშიც კი კამათობენ. ერთი შეხედვით ეს მასალა საკმაოდ მკვრივია და სიცივეს არ მიაკარებს ორგანიზმს. თუმცა არსებობს მედლის მეორე მხარეც – კაპრონი სინთეზური პოლიამიდური ბოჭკოა და მასში კანი ვერ სუნთქავს.

კაპრონის კოლგოტი, რომელსაც ჯინსის ქვეშ ჩაიცვამთ, არამხოლოდ ჰაერს შეაკავებს, არამედ არც კი ათბობს ფეხებს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ჰაერის გათბობას სხეულსა და ჯინსს შორის. ამიტომ ასეთი ,,აღჭურვილობით” სიარულისას ყოველი ნაბიჯი გამჭოლი სიცივის შეგრნებით ივსება.

რითი შევცვალოთ კაპრონის კოლგოტი ზამთარში? 

რადგან კაპრონი ჰაერს არ ატარებს, მის ქვეშ კანი იორთქლება და შედეგად ჩნდება კანის გაღიზიანება და ზოგჯერ ეს ცისტიტსაც კი ავითარებს. პრობლემის თავიდან ასარიდებლად კაპრონის კოლგოტი შეცვალეთ ბამბის ან შალის ქსოვილით. ისინი თავისუფლად ატარებს ჰაერს.

შესაძლოა ინტერნეტის საშუალებით ბაზარზე აღმოაჩინოთ ე. წ. ,,მატყუარა კოლგოტები”. გარედან ისინი თხელ შავ კოლგოტებს ჰგავს, ხოლო შიგნითან სქელი დამათბობელი აქვს და შარვლის ქვეშაც მოსახერხებელია.

ამ სიტუაციიდან კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს – დამთბარი შარვლები. ეს შეიძლება იყოს სქელი ჯინსი ან შალის შარვლები. ხარისხიანი და ნატურალური ქსოვილი თქვენ გიხსნით ძლიერი ყინვის დროსაც კი.

როგორც ხედავთ, ჯინსის ქვეშ კოლგოტები ეს ერთადერთი გასათბობი საშუალება არ არის. უფრო მკაცრი ყინვების დროს რეკომენდებულია თერმო თეთრეულის შეძენა. ის გამოგადგებათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე დასვენებისას, ამას ნებისმიერი მოთხილამურე დაგიდასტურებთ.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რით ითბობთ სიცივეში ფეხებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: