მთავარი ინსპირაცია 20 ფაქტი, რომელსაც ჩვენ გარდა არავინ გეტყვით

20 ფაქტი, რომელსაც ჩვენ გარდა არავინ გეტყვით

by Keti

ერთმა ბრძენმა კაცმა ერთხელ თქვა, ,,ისწავლე ყოველდღე რაღაც ახალი.” შესაძლოა ჯერ ბევრი რამ არ ვიცოდეთ სამყაროს შესახებ, ვინაიდან მისი მასშტაბი ძალიან დიდია, მაგრამ მაინც ბევრ ფაქტს ვიგებთ ყოველდღიურად, ცოდნა კი არასდროს არის ზედმეტი.

ჩვენ დღეს გიზიარებთ 20 ფაქტს, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ მეტი ასეთი ინფორმაცია გჭირდებათ ყოველდღიურად!

ტვინი ადამიანის ყველაზე ცხიმიანი ორგანოა.

ავსტრალიაში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება შხამიანი გველები.

მუსიკოსი ჯიმ სულივანი ალბომის, სახელად ”U.F.O.” (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი), ჩაწერიდან 6 წლის შემდეგ მისტიკურად გაუჩინარდა.

ლოკოკინას შეუძლია 3 წელი ეძინოს.

Pringles-ის ჩიფსის ფორმა ჰიპერბოლური პარაბოლოიდია.

საბეჭდი კლავიატურა თავიდან ანბანის მიხედვით იყო დალაგებული.

ადამიანი 2 თანდაყოლილი შიშით იბადება: დაცემის შიშით და მაღალი ხმების შიშით.

პომიდვრის კეტჩუპი 16 წლის მანძილზე წამლის სახით გამოიყენებოდა.

ანტარქტიდა არის ერთადერთი კონტინენტი, სადაც არც რეპტილიები არიან და არც გველები.

საფრანგეთში უმეტესად ვარდისფერ ტუალეტის ქაღალდებს იყენებენ.

მსოფლიოს 10 უდიდესი ქანდაკებიდან 4 ბუდასია.

აშშ-ში ბანკის ძარცვის შემთხვევების ნახევარი პარასკევ დღეს ხდება.

ადამიანები ძილში არ აცემინებენ.

თებერვალი ადრე წლის ბოლო თვედ ითვლებოდა.

ალასკის მერი 20 წლის მანძილზე კატა იყო.

ბაჰამაში არსებობს ერთი კუნძული, სადაც მხოლოდ ღორები ცხოვრობენ.

თუ ადამიანი პოლარული დათვის ღვიძლს შეჭამს, მოკვდება.

ადამიანის გული დღეში საშუალოდ 100 000ჯერ ფეთქავს.

ყავის რეგუსტატორმა საკუთარი ენა 10 მილიონ ევროდ დააზღვია.

თუ ადამიანი გარკვეული პერიოდის მანძილზე კურდღლის ხორცის გარდა სხვას არაფერს შეჭამს, პროტეინისგან ზედოზირებით მოიწამლება და მოკვდება.

თქვენც ხომ არ გაგვიზიარებთ რაიმე გამაოგნებლად საინტერესო ფაქტს? ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგელოდებით! გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: