მთავარი ინსპირაცია ეს ლურჯი ფუტკრები ავსტრალიაში ბინადრობენ. მათი საყვარლობის ცქერით ვერ გაძღებით.

ეს ლურჯი ფუტკრები ავსტრალიაში ბინადრობენ. მათი საყვარლობის ცქერით ვერ გაძღებით.

by Keti

როცა ფუტკრებზე ვფიქრობთ, ალბათ, პირველ რიგში, ასოციაციურად ყვითელი და შავი ფერები გვახსენდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფუტკრები სხვა ფერებსაც ატარებენ. ამის მაგალითია Amegilla cingulata, იგივე ლურჯზოლიანი ფუტკარი. ის იმდენად ეგზოტიკურად გამოიყურება, როგორც ჩანს, ბუნებამ ძალიან მოინდომა.

ჩვენ დღეს ამ ლამაზი არსების ფოტოებს გაგიზიარებთ. უბრალოდ დააკვირდით და დატკბით!

Amegilla cingulata ავსტრალიაში ბინადრობს. ეს შავ-ლურჯი სილამაზე ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრალიის საკვების ინდუსტრიისთვის, ვინაიდან ეს ფუტკრები ქვეყნის მარცვლეული კულტურების 30%-ის დამტვერვას ახდენენ. ეს უჩვეულო მწერები ასევე გვხვდება პაპუა ახალ გვინეაში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და სხვა რეგიონებში.

მამრ ფუტკრებს მდედრებისგან ის განასხვავებს, რომ მათ მუცელზე 5 ლურჯი ზოლი აქვთ, მდედრებს კი – 4.

ფუტკრები სხვა ქვეყანაში

ფუტკრები ავსტრალიაში:

Amegilla cingulata არ არის სხვა ფუტკრებივით აგრესიული, თუმცა მაინც შეუძლია თქვენთვის ნესტარის ჩასობა. თაფლის მომპოვებელი ფუტკრებისგან განსხვავებით, მათ დიდ ჯგუფებად ცხოვრება არ მოსწონთ და მარტოობა ურჩევნიათ. ისინი ნექტარს ლურჯი ყვავილებისგან აგროვებენ.

გთავაზობთ ამ გასაოცარი არსების 10 ლამაზ ფოტოს:

1. 

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

თქვენ თუ გინახავთ სადმე უჩვეულო ვიზუალის მქონე მწერი? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: