ფეხის ყველაზე გავრცელებული დაავადება სოკოა, რომელსაც მიკოზი ეწოდება. არსებობს კანის, თმის ფრჩხილის, ლორწოვანი გარსის მიკოზები.
ფეხზე სოკოვან დაავადებას რამდენიმე სახის სოკო იწვევს. ყველაზე ხშირად ქუსლზე და თითებზე ვლინდება და აზიანებს მათ.
სიმპტომები ძალზედ უსიამოვნოა. ძლიერი ქავილი, ოფლიანობა, ცუდი სუნი, საშინელი დისკომფორტი, ფრჩხილების დაზიანება, კანის გაუხეშება და ა.შ.
გარეგანი ფაქტორები, რომლებიც სოკოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ძირითადად არის მცირე ტრამვა, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა.
შინაგანი კი იმუნიტეტის შესუსტებაა, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება.
სამწუხაროდ, ფეხის სოკო დღეს ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თითქმის ყველა ჩვენგანი ვებრძვით მალამოებითა და სხვა ქიმიური საშუალებებით, მაგრამ უშედეგოდ. ამ სტატიაში კი გთავაზობთ სოკოს სამუდამოდ განკურნების ხალხურ რეცეპტს.
არსებობს რამდენიმე საშუალება და ყველა მათგანს გთავაზობთ. ყველა რეცეპტი უნიკალურია და 100%-იანი შედეგი აქვს.
1. ძმარმჟავა – იგივე ძმირის ესენციაა. აიღეთ ბამბა და დაასველეთ სითხეში. წაისვით სოკოვან ადგილებში და გაიჩერეთ 2 საათი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ. მკურნალობის პროცესში წვის შეგრძნება ნორმალურია და დასტურია იმისა, რომ სოკო მალე გაქრება.
გაფრთხილება! არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ძმარმჟავა მთელი ღამის განმავლობაში, თორემ შეიძლება სერიოზული დამწვრობა განვითარდეს.
2. მეორე ყველაზე გავრცელებული გზა არის იოდით მკურნალობა. დაიწვეთეთ 2 წვეთი იოდი სოკოვან ადგილას და გაიჩერეთ 1 საათით. შესაძლოა იგრძნოთ მცირე ტკივილი, მაგრამ არ შეშინდეთ. პროცედურა 2 კვირა გრძელდება.
3. მესამე ყველაზე გავრცელებული გზა არის სტაფილოს და ძმრის ნარევით მკურნალობა. გამოწურეთ 100-150 მლ წვენი სტაფილოდან და გაურიეთ 20 გრ ძმირს 7%-იანი ხსნარი. წაისვით დაზიანებულ ადგილას. პროცედურა იმდენ ხანს გააგრძელეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.