მთავარი ჯანმრთელობა 10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმს მეტი კალციუმი სჭირდება

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმს მეტი კალციუმი სჭირდება

by Keti

კალციუმი მთავარი მინერალია, რომელიც ძვლების ჯანმრთელობაში უდიდეს როლს თამაშობს. ჩვენს სხეულს ასევე სჭირდება სისხლუს წნევის, ჰორმონების სეკრეციისა და ნერვული სიგნალების დარეგულირება. როცა საკმარის კალციუმს არ ვიღებთ, გვემართება კალციუმის დეფიციტი, ეს კი იწვევს რიგ სიმპტომებს.

ჩვენ შევადგინეთ სია, სადაც ის სიმპტომებია თავმოყრილი, რომლებსაც კალციუმის ნაკლებობა იწვევს.

10. მშრალი კანი

ჰიპოკალცინემია ან კალციუმის დეფიციტი პირდაპირ კანზე აისახება. ამ დროს კანი ხდება ქერცლიანი და მშრალი, კალციუმის ნაკლებობა ზოგჯერ იწვევს ეკზემას და ფსორიაზსაც.

9. დაღლილობა 

სხეულში კალციუმის შეუსაბამობა მოქმედებს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ზოგჯერ ადამიანი განიცდის ძლიერ დაღლილობას, მოდუნებულობას, ენერგიის დანაკლისს და ტემპის შენელებას.

8. დეპრესია

კალციუმი განწყობასაც არეგულირებს. ეს ელემენტი ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც იწვევს მოდუნების ეფექტს. შედეგად ნაკლები კალციუმი=მეტ დეპრესიას და გაღიზიანებას.

7. უძილობა

ღრმა ძილის დროს კალციუმის დონე იკლებს და იმატებს. როცა კალციუმი გვაკლია, შესაძლოა ღამის მანძილზე ვერ მივიღოთ საკმარისი ძილი. კალციუმი დიდ როლს ასრულებს ძილის ჰორმონის – მელატონინის – გამომუშავებაში.

6. პარესტეზია

პარესტეზია აერთიანებს ნევროლოგიურ სიპტომებს, რაც კალციუმის დეფიციტს უკავშირდება. სიმპტომებს შორის არის  ყურებში ხმაური და კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების ტრემორი, შეხების შეგრძნების დაქვეითება, მეხსიერების შესუსტება და ჰალუცინაციები.

5. ხშირი ავადობა

კალციუმი დიდ როლს ასრულებს იმუნიტეტის გაძლიერებაში და სხეულს ეხმარება – გაუმკლავდეს ბაქტერიებსა და ვირუსებს. კალციუმის ნაკლებობა კი, შესაბამისად, იწვევს ხშირ ავადობას, გაციებას, ხველებას, ცემინებას და ა. შ.

4. ფრჩხილების მტვრევადობა

ძვლების მსგავსად, ფრჩხილებსაც სჭირდებათ კალციუმის ნორმა. ამ მინერალის დეფიციტის დროს, ფრჩხილები სუსტდება და იმატებს მათი მტვრევადობის რისკი.

3. ყლაპვის გაძნელება

უცნაურია, მაგრამ კალციუმის დეფიციტი დისფაგიასაც იწვევს – ანუ ყლაპვის სირთულეს. ამის მიზეზი ყელის კუნთების შეკუმშვაა.

2. კბილის ტკივილი

კალციუმის მთავარი სივრცე ძვლები და კბილებია. ასე რომ, პირველ რიგში ეს ორგანოები ,,წუხდება” კალციუმის ნაკლებობით. ხშირად კბილი ხდება ყვითელი და იწყებს ლპობას, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს.

1. კუნთების კრუნჩხვები

კუნთების კრუნჩხვები და სპაზმი, მაგალითად, მხრების, მენჯების, თეძოებისა და მკლავების მიდამოში, კალციუმის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია. ეს სპაზმები ხშირად იწვევს კუნთების ტკივილს მოძრაობისას.

ბონუსი: როგორ მოვიქცეთ კალციუმის დეფიციტის დროს

ყველა მოზრდილმა ადამიანმა დღიურად 1000 მგ კალციუმი უნდა მიიღოს. კალციუმი შედის შემდეგ პროდუქტებში: სალათის ფურცლები, ბროკოლი, თალგამი, კომბოსტოს ჯიშები… კალციუმით მდიდარია ასევე ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, თინუსი), ყველი, რძე, სოიო, ნუში და სეზამის მარცვლები.

კალციუმის უკეთ შესათვისებლად გაზარდეთ D ვიტამინის დღიური დოზაც. ეს უკანასკნელი გვხვდება კვერცხის გულში, კრევეტებში, სოკოში, მარცვლეულში, შვრიაში და ციტრუსებში.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: