მთავარი რჩევები 3 ნაბიჯი როგორ გავწმინდოთ უთო, რომ ახალივით გამოიყურებოდეს

3 ნაბიჯი როგორ გავწმინდოთ უთო, რომ ახალივით გამოიყურებოდეს

by Keti

ზოგჯერ უთოს ტანსაცმლის ნაწილაკები ეკვრის და ჭუჭყიანდება. ასეთ დროს ის ეფექტურად ვეღარ მუშაობს და დიდი დატვირთვის შედეგად შესdetergentაძლოა გაფუჭდეს კიდეც. ჩვენ გირჩევთ, რომ უთო 1-4 თვეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ, დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იყენებთ ამ ხელსაწყოს.

ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებს უთოს გასაწმენდად. დაგჭირდებათ ნივთები, რომელთა მოძიება სახლში არ გაგიჭირდებათ – სამზარეულოს კოვზი, გამწმენდი საშუალება, კბილის ჯაგრისი, სოდა და ძმარი.

1. კოვზი, ტილო და გამწმენდი საშუალება

ახალი ჭუჭყი ადვილად მოშორდება ჩვეულებრივი კოვზის, ორი ხელსახოცისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების დახმარებით.

  • სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი ჩაასხით ცოტა წყალში.
  • აურიეთ ნარევს კოვზით და შექმენით ქაფი.
  • წაუსვით ნარევი საწმენდ პირსახოცს და ჩამოუსვით უთოს ძირითად ნაწილს.
  • მოაშორეთ უთოს ქაფი მშრალი ხელსახოცის დახმარებით.

2. სოდას პასტა

ძველი ჭუჭყის მოსაშორებლად დაგჭირდებათ სოდას პასტა.

  • შეურიეთ 2 ს. კ. სოდა და ერთი ს. კ. წყალი.
  • დაიხმარეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გაწმინდეთ უთო ამ პასტით.
  • მოაშორეთ პასტა ხელსახოცის დახმარებით.

3. ძმარი

წყლის რეზერვუარის გასაწმენდად დაგჭირდებათ ძმარი.

  • შეურიეთ 2 ს. კ. ძმარი და 2 ს. კ. წყალი ერთმანეთს.
  • გახსენით რეზერვუარი და ჩაასხით ნარევი შიგნით.
  • ჩართეთ უთო ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე.
  • აიღეთ ძველი ნაჭერი და გააუთოვეთ. ნარევი უთოდან ორთქლის სახით გამოაღწევს.

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: