მთავარი რჩევები როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან

by Keti

ფეხებზე უსიამოვნო სუნი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ეს უკავშირდება ოფლიანობის შედეგად ფეხის მიდამოში გამრავლებულ ბაქტერიებს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ უვნებელ და ხალხურ მეთოდებს, რომელთა ჩატარება სახლშიც შეგიძლიათ. ხოლო თუ თვლით, რომ პრობლემა ბევრად სერიოზულია, მიმართეთ ექიმს.

იზრუნეთ ფეხის ჰიგიენაზე

  • დაიბანეთ ფეხები საპნით დღეში ერთხელ მაინც. სცადეთ სხვადასხვა ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საპნები და შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო.
  • ფეხზე არსებული ფრჩხილები ხშირად დაიჭერით.
  • დაბანის შემდეგ ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ფეხები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თითებს შორის არსებულ მიდამოს.

აიქერცლეთ კანი რეგულარულად

  • უხეში კანი მაშინ რბილება, როცა ის სველია და შემდეგ ამ მიდამოზე მრავლდება ბაქტერიები. შეგიძლიათ გამოიყენოთ პემზის ქვა, ფეხის სკრაბი ან ფეხის ქლიბი.

მიიღეთ ძმრის აბაზანა

ძმარი ხელს უწყობს ბაქტერიების მოცილებას და არბილებს კანს.

  • აბაზანის მიღებამდე ფეხები დაიბანეთ საპნით.
  • შეურიეთ თბილი წყალი და ვაშლის ან თეთრი ძმარი პროპორციით 2:1.
  • მოათავსეთ ფეხები ნარევში 15-20 წუთის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

შენიშვნა: მოერიდეთ ამ მეთოდს თუ ფეხის კანზე გაქვთ ჭრილობები ან გაღიზიანებული ადგილები.

სცადეთ ინგლისური მარილი

ინგლისური მარილი მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს და დაგეხმარებათ ფეხიდან მკვდარი უჯრედების მოშორებაში.

  • დაამატეთ 1/2 ჭიქა მარილი თბილი წყლით სავსე თასს.
  • ჩაყავით ფეხები 20 წუთით.
  • შემდეგ გამოიყენეთ ფეხების პემზა ან სკრაბი.

შენიშვნა: ინგლისურ მარილს გამოშრობის ეფექტი აქვს კანისთვის, ამიტომ უმჯობესია დაბანის შემდეგ ფეხზე წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

მუდამ ეცადეთ ფეხები გქონდეთ მშრალად.

  • სველი კანი მშვენიერი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად, ამიტომ ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ფეხები.
  • თუ დღის მანძილზე ფეხი დაგისველდათ, ატარეთ ზედმეტი წყვილი წინდა, რათა საჭიროებისამებრ გამოიცვალოთ.

შეარჩიეთ სწორი ფეხსაცმელები და წინდები

  • ატარეთ ბუნებრივი მატერიისგან დამზადებული წინდები, ხელოვნური ნაჭრები, მაგალითად, ნეილონი მხოლოდ იწოვს ტენს და არ ატარებს მათ გარეთ.
  • არ ატაროთ ერთი და იმავე ფეხსაცმელი ზედიზედ 2 დღე. ერთი წყვილი ბოლომდე უნდა გაშრეს ოფლისა და ტენისგან, სანამ ისევ ჩაიცვამთ. შეგიძლიათ იხმაროთ ფეხსაცმლის სადეზინფექციო სითხეც ბაქტერიების გასანადგურებლად.
  • თუ გარეთ ცხელა, ატარეთ ღია ფეხსაცმელები.
  • გახსოვდეთ, რომ ვიწრო ფეხსაცმელები ტენს აკავებს.

იხმარეთ ფეხის ანტიპერსპერანტი

  • იღლიის მიდამოს გარდა, ანტიპერსპერანტებს ფეხებისთვისაც იყენებენ. ეს მეთოდი სწრაფად მოგაშორებთ სუნს.
  • ეცადეთ კონკრეტულად ფეხის ანტიპერსპერანტი შეარჩიოთ.

თქვენც ხომ არ დაამატებდით რაიმე რჩევას? გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!