მთავარი კულინარია სამზარეულოს 17 ხრიკი, რომელიც საჭმლის მომზადებას შეგაყვარებთ

სამზარეულოს 17 ხრიკი, რომელიც საჭმლის მომზადებას შეგაყვარებთ

by Keti

ვის არ უნდა, რომ სწრაფად, ეფექტურად და გემრიელად მოამზადოს საკვები? ალბათ ყველას.

ჩვენ დღეს სამზარეულოს სახალისო ხრიკებს გთავაზობთ:

ხის კოვზი ბროწეულის სწრაფად გარჩევაში დაგეხმარებათ

გაჭერით ბროწეული შუაზე და დაიწყეთ ხის კოვზით ზეწოლა. შედეგი გაგაოცებთ.

გახეხეთ გაყინული კარაქი

თუ გალღვობას ვერ ელოდებით, გახეხვაც მშვენიერი ვარიანტია.

კარაქი მიკროტალღურში უფრო მალე ამოვა

ოღონდ კარაქიან ჭურჭელს  დააფარეთ საკვები ცელოფანი.

იდეალურად მოხარშული კვერცხის ცელოფნით

პლასტიკურ ცელოფანში მოათავსეთ ცოტა კარაქი, შემდეგ გატეხილი კვერცხი. მოუკარით თავი პარკს და ჩადეთ ადუღებულ წყალში 3 წუთით. მზადაა.

ღვინის გაგემრიელება

დაასხით ღვინო წვენსაწურში, ჩართეთ ის 15-30 წამით და აცადეთ ქაფს ,,დაწყნარება”. დატკბით გემრიელი სასმელით!

კვერცხის სწრაფად გაფცქვნა ჭიქაში

მოხარშული კვერცხი მოათავსეთ მინის ჭიქაში  და ანჯღრიეთ რამდენიმე წამით. ეგ არის!

შოკოლადით სავსე ბანანი

ჩაასხით შპრიცში შოკოლადის კარაქი, შემდეგ ჩაარჭეთ ის ბანანის ერთ წერტილში და შეასხით მასა შიგნით. უგემრიელესი იქნება!

ბანანის ნაყინი

გაფცქვენით ბანანი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩადეთ დიდ ჭიქაში, შედგით საყინულეში 1-2 საათით და შემდეგ დააჩოფერეთ. და დატკბით!

დაადეთ გრილს რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და თევზი აღარ მიეკრობა

შედეგი აქაც საოცარია!

გამოიყენეთ სამზარეულოს სპრეი ,,რთული” ინგრედიენტებისთვის

თაფლი, კარაქი, ზეთი – ცოტა ჯიუტი პროდუქტებია. საკვები სპრეი ძალიან დაგეხმარებათ მათ ,,მორჯულებაში”.

ქილის გახსნა სილიკონის ხელთათმნით

თუ ქილას ვერ ხსნით, ჩამოაცვით მას სილიკონის რამდენიმე სამაჯური და შემდეგ სილიკონის ხელთათმნით მოხრახნეთ.

მწვანილის სწრაფად დაჭრა

დიდი ბოთლები კარგად დაახვიეთ და… დაიწყეთ დაჭრა.

თანაბარი ცომი

ცომის ზომების გასათანაბრებლად გამოიყენეთ ორი საკვები ჩხირი.

გახადეთ ხორცი ხრაშუნა ვაფლის ტოსტერის დახმარებით

ცოტა უცნაურია, მაგრამ მუშაობს!

გააციეთ ღვინო 15 წუთით

შეახვიეთ ღვინის ბოთლი პირსახოცში და შედეთ საყინულეში 15 წუთით. იქიდან უფრო გემრიელს გამოიტანთ.

ფოლგის დასადები ხორცისთვის

თუ ფოლგას დაუფენთ, ხორცს ზედმეტად მომზადების საფრთხე აღარ დაემუქრება.

ახალი წვენი პირდაპირ მანდარინისგან

მოაძრეთ პლასტმასის ბოთლს კისერი, შემდეგ ჩახვრიტეთ მანდარინი და მოარგეთ მას ბოთლის კისერი. ჩამოასხით ჭიქაში და მიირთვით!

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: