მთავარი ინსპირაცია რატომ აქვთ კატებს ასეთი უხეში ენა

რატომ აქვთ კატებს ასეთი უხეში ენა

by Keti

თუ სახლში კატა გყავთ, ალბათ თავს ძალიან იღბლიანად თვლით, როცა ის 1-2ჯერ მადლობის ნიშნად აგლოკავთ. ამას კატები იშვიათად აკეთებენ, რადგან ბუნებით ეს ძაღლის ჩვევა უფროა. თან ძაღლებს ლოკვა ბევრად ნაზად გამოსდით, კატებს კი უხეში და ხორკლიანი ენა აქვთ, თითქმის ზუმფარას ქაღალდის მსგავსი.

ამის მიზეზი ისაა, რომ კატის ენა სპეციალურ სეკრეტს მალავს.

1. კატის ენა უხეშია, ვინაიდან მათი გემოვნების რეცეპტორები კერატინისგან შედგება

კატებს საკუთარი თავის ლოკვა უყვართ, ჯაგრის მსგავსი ენა კი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია.

კერატინი ჩვენს სხეულში ბუნებრივად იზრდება. სწორედ კერატინის წყალობით გვაქვს ფრჩხილები. ჩვენი ფრჩხილების მსგავსად კი, კატის გემოს რეცეპტორებიც ელასტიური და ბასრია. კატის ენის ნაწილაკებიც ბრჭყალების ანალოგზეა აგებული.

ახალი კვლევის თანახმად, კატების ენას სხვა დანიშნულებაც აქვს. ენის ხაოები იგროვებს დასაბანად საჭირო ნერწყვს. შედეგი კი კატების თვითწმენდის სამუშაოებია, რომელსაც ყველა ვიცნობთ.

წარმოიდგინეთ, რომ კატის ენა სავარცხელია. კონცენტრირებული ნერწყვის დახმარებით კი მათი ენა ბეწვის ფენებშიც აღწევს და გადახლართული თმის გახსნაც შუძლია. ასე რომ, კატებს მშვენივრად შეუძლიათ ჭუჭყიანი სხეულის იდეალური გაწმენდა.

2. დაბანის სამუშაოები კატებს გაგრილებაშიც ეხმარება.

კვლევის მიხედვით, ჰიგიენის გარდა, დიდი რაოდენობით ნერწყვი კატებს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაშიც უწყობს ხელს.

3. მეცნიერები ცდილობენ კატის ენის ანალოგიური ჯაგრისები შექმნან.

მკვლევარებმა 6 სხვადასხვა კატისებრთა წარმომადგენლის ენა შეისწავლეს შთაგონების მოსაძებნად. ყოველი შემთხვევა ერთმანეთის მსგავსია. ლომის ენაც ზუსტად სახლის კნუტის ენის პრინციპით მუშაობს. მეცნიერები ამჟამად 3D ჯაგრისის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების ენის მსგავსი ფუნქცია ექნება.

3D ჯაგრისი იქნება ანტიალერგიული და ეკომეგობრული. მისი ძირითადი დანიშნულება კი ავეჯებიდან ზედმეტი ბეწვისა და თმის ძირფესვიანი მოშორება გახდება.

თქვენ თუ გყავთ კატა? რა გამორჩეული და უნიკალური თვისება მოგწონთ მათში ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: