მთავარი ჯანმრთელობა რომელი ვიტამინი რის სიჯანსაღეზე აგებს პასუხს?

რომელი ვიტამინი რის სიჯანსაღეზე აგებს პასუხს?

by Keti

ყველამ იცის, რომ ადამიანის სხეულს ჯანმრთელობისთვის ვიტამინები სჭირდება. ზოგი ადამიანი კვებით დანამატებს იღებს, ზოგი კი ბოსტნეულს მიირთმევს. თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომელი პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, რისთვის არის ისინი კარგი და დღეში რა დოზის მიღებაა რეკომენდებული.

დღეს თქვენ გაიგებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ვიტამინებზე!

ვიტამინი A 

პასუხს აგებს: კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზეზე, მხედველობაზე და ძვლების სიძლიერეზე.

მას შეიცავს: სტაფილო, ციტრუსი, მაგარი ყველი, ხაჭო, რძე, კვერცხი, თევზი, ისპანახი, ოხრახუში და ღვიძლი.

ნადგურდება: მაღალ ტემპერატურაზე

რეკომენდებულია: 0,4-1 მგ დღეში = 100 გ საქონლის ღვიძლი

ვიტამინი B1

პასუხს აგებს: ტვინის მუშაობაზე, საჭმლის მონელებაზე, ჯანსაღი კუნთების ქონაზე, ჯანმრთელ გულზე, ძილის კარგ ხარისხზე.

მას შეიცავს: კვერცხის გული,  ღორის ხორცი, თხილეული, შვრია, წიწიბურა, სალათის ფურცლები, პარკოსნები.

ნადგურდება: ხანგრძლივი მოხარშვისას, ყავასთან ერთად მირთმევისას.

რეკომენდებულია: 1,3-2,6 მგ დღეში = ერთი ნაჭერი ღორის სტეიკი

ვიტამინი B2

პასუხს აგებს: უჯრედების აღდგენაზე, მხედველობაზე, კუნთების სწორ მუშაობაზე.

მას შეიცავს: რძე, ნუში, კვერცხი, სოკო, წიწიბურა, ხაჭო, კვერცხის გული და ხორცი.

ნადგურდება: სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედებისას

რეკომენდებულია: 1,3-3 მგ დღეში = 2 კვერცხი

ვიტამინი B5

პასუხს აგებს: მეხსიერების გაძლიერებაზე, ხასიათის გამოკეთებაზე, სწრაფად გამოჯანმრთელებაზე, სისხლძარღვების გამართულ მუშაობაზე და ჯანმრთელ გულზე

მას შეიცავს: ქათამი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ხიზილალა, პარკოსნები, თხილი, საფუარი, შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბროკოლი.

ნადგურდება: ხშირი გაყინვისას

რეკომენდებულია: 5 მგ დღეში = 100 გ ღვიძლი.

ვიტამინი B6

პასუხს აგებს: გაახალგაზრდავებაზე, ძლიერ ნერვულ სისტემაზე, ჯანმრთელ ვენებზე.

მას შეიცავს: მარცვლეული, კაკალი, მწვანე სალათა, ყაბაყი, ბანანი, თხილი, ორაგული და ხორცი.

ნადგურდება: სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედებისას

რეკომენდებულია: 1,6-2 მგ დღეში = 300 გ საქონლის ხორცი

ვიტამინი B12

პასუხს აგებს: წონის რეგულირებაზე, ძლიერ იმუნიტეტზე, მეხსიერებაზე, გასტროენტეროლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე.

მას შეიცავს: სოიო, ისპანახი, წყალმცენარეები, ხამანწკი, თევზი, რძე, ყველი, კვერცხი.

ნადგურდება: სინათლისა და მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებისას

რეკომენდებულია: 1-5 მგ დღეში = 100 გ ორაგული

ვიტამინი C

პასუხს აგებს: გლუვ კანზე, იმუნიტეტზე, ჯანსაღ თმასა და ფრჩხილებზე

მას შეიცავს: კამა, ციტრუსი, წითელი ხილი, ლობიო, კივი, სატაცური, ლიმონი.

ნადგურდება: მომზადებისას

რეკომენდებულია: 70 მგ დღეში = 1/2 ფორთოხალი

ვიტამინი D

პასუხს აგებს: ჯანმრთელ ძვლებზე, სისხლის სწორ ცირკულაციაზე, იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ტოქსინების გამოყოფაზე, კარგ ხასიათზე, ჯანმრთელ გულზე.

მას შეიცავს: ყველი, კარაქი, ხაჭო, კვერცხის გული, თევზი, ზღვის პროდუქტები, კარტოფილი, მცენარეული ცხიმები და საქონლის ხორცი.

ნადგურდება: მომზადებისას და შეუსაბამო გარემოში მოხვედრისას

რეკომენდებულია: 2-5 მგ დღეში = 2 კვერცხი

ვიტამინი E

პასუხს აგებს: რეპროდუციული სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე, კარგ ხასიათზე, გარემოსთან ადაპტირების უნარის გამომუშავებაზე.

მას შეიცავს: ხორცი, მზესუმზირის ზეთი, სიმინდი, გოგრის თესლი, ზეითუნის ზეთი, კარაქი, თხილეული, რძის პროდუქტები, ღვიძლი.

ნადგურდება: ხანგრძლივი შენახვისას

რეკომენდებულია: 30-50 მგ დღეში = 1 ს. კ. არარაფინირებული ზეთი

ვიტამინი K

პასუხს აგებს: ჭრილობების სწრაფად შეხორცებაზე, სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაზე და საჭირო რაოდენობის პროთომბინების გამომუშავებაზე.

მას შეიცავს: ისპანახი, ჭინჭარი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ჩაი, პომიდორი, მარწყვი.

ნადგურდება: ხანგრძლივი მომზადებისას და სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედებისას

რეკომენდებულია: 1-2 მგ = 2 ს. კ. ოხრახუში

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: