მთავარი რჩევები რატომ არის ბრინჯის წყალი დაზიანებული თმის ნამდვილი გადამრჩენელი და როგორ მოვამზადოთ ის სწორად

რატომ არის ბრინჯის წყალი დაზიანებული თმის ნამდვილი გადამრჩენელი და როგორ მოვამზადოთ ის სწორად

by Keti

აზიურ კულტურაში ბრინჯს განსაკუთრებით აფასებენ და მას ,,ქალის ნაყიფიერების” სიმბოლოდაც თვლიან. თუმცა კვებითი ღირებულების გარდა ამ პროდუქტს სხვა ღირსებებიც აქვს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აზიელი ქალები ბრინჯის წყალს გრძელი და ჯანმრთელი თმისთვის იყენებენ.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ამ უნიკალური საშუალებების მოქმედების საიდუმლოს.

ბრინჯის წყლის სასარგებლო ზემოქმედება თმაზე

ბრინჯის წყალი სავსეა ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, B, E ვიტამინებითა და ამინომჟავებით. ამ ყველაფრის კომბინაცია კი დადებითად მოქმედებს სილამაზეზე.

ბრინჯის წყალი:

  • ზრდის თმის ელასტიურობას
  • ანიჭებს მას ბზინვარებას
  • არბილებს და ხდის დამყოლს
  • ხელს უწყობს თმის ზრდას
  • აძლიერებს თმის სტრუქტურას

ახლა მხოლოდ ის გვაკვირვებს, რატომ აქამდე არ ვიცოდით ბრინჯის საოცარი თვისებების შესახებ. ეს საშუალება უკვე ბევრმა ქალმა სცადა და ისინი შედეგებს ინტერნეტშიც აზიარებენ.

ბრინჯის წყალი ძალიან უხდება ხვეულ თმას

ეფექტი პირველი ჩამობანის შემდეგ

ბრინჯის წყლის მომზადება სახლში

ეს მარტივი პროცედურაა, თუმცა ცოტა დროს მოითხოვს. პირველ რიგში, გარეცხეთ ნახევარი ჭიქა უმი ბრინჯი, მოათავსეთ ჯამში და დაასხით 2-3 ჭიქა წყალი. დააყოვნეთ 30 წუთით. შემდეგ წყალი გადაასხით სუფთა თასში და წაიღეთ აბაზანაში. დაიბანეთ თმა შამპუნით და შემდეგ დაისხით ბრინჯის წყალი თავზე. თან დაიმასაჟეთ სკალპი. დაიტოვეთ ასე 20 წუთით. საბოლოოდ ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით.

ბონუსი: ბრინჯის წყლის სხვა უპირატესობებ

1. კანის მოვლის საშუალება

კვლევამ დაამტკიცა, რომ ბრინჯის წყალი ანელებს დაბერების პროცესს. ის ამცირებს ნაოჭების გაჩენის ალბათობას და ნაკლებად შესამჩნევს ხდის სახეზე არსებულ ხაზებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტონერის სახით ან უბრალოდ დაიბანოთ სახე ბრინჯიანი წყლით.

2. მცენარეების განოყიერება

ბრინჯის ჩალბობის დროს გამოყოფილი სახამებელი სასარგებლო ბაქტერიებს მცენარის მიწის განაყოფიერებაში ეხმარება. მცენარე იზრდება უფრო ძლიერი და მტკიცე.

თქვენ თუ გამოგიყენებიათ ბრინჯის წყალი? კმაყოფილი ხართ შედეგით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: