მთავარი საკითხავი დედის ლოცვა შვილებისთვის ბოროტებისგან დასაცავი

დედის ლოცვა შვილებისთვის ბოროტებისგან დასაცავი

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველდღე, რათა თქვენი შვილები დალოცვილნი იყვნენ უფლისგან. დედაშვილური სიყვარული წმინდაა. ყველა დედას ისე უნდა უყვარდეს შვილი როგორ თავად ღვთისმშობელს უყვარდა ძე მისი. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).

ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: