მთავარი რჩევები ბედნიერების დიეტა

ბედნიერების დიეტა

by guramus

იცოდით, რომ ბედნიერება მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული? ექიმ სარა ბრეუერის აზრით, აუცილებელია მივიღოთ განსაზღვრული საკვები, რათა ორგანიზმმა გამოიმუშავოს ბედნიერების ჰორმონი. ექიმ-დიეტოლოგის აზრით, თუ ადამიანი ბედნიერია, მას არც წონის პრობლემა აწუხებს და არც სხვა რამ. ამიტომ უნდა მივირთვათ ბედნიერების ჰორმონით მდიდარი საკვები.

გთავაზობთ სკვების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმს დიდი რაოდენობით ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში დაეხმარება.

ბანანი – შეიცავს ალკალოიდს, რომელიც მოქმედებს ტვინზე და ამაღლებს განწყობას და თვითდაჯერებულობას.

კრაბის ხორცი – უხვი წყაროა რიბოფლავინის, რომელიც ენდორფინის დოზას ამაღლებს ორგანიზმში.

შავი შოკოლადი – ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და მასში შემავალი ვიტამინები თქვენს განწყობას ამაღლებს.

თევზი – განსაკუთრებით ორაგული, მდიდარი წყაროა ვიტამინი B6, რომელსაც ტვინის საკვებსაც კი უწოდებენ.

ნიორი – კარგშეგრძნებას უზრუნველყოფს, მისი 4 თვის განმავლობაში რეგულარული მიღება ზრდის ენერგიულობას, ბედნიერებას, კონცენტრირებულობას და მგრძნობელობას.

იოდი – უზრუნველყოფსფარისებრი ჯირკვლის კარგ ფუნქციორირებას, რომელიც განწყობაზე და ცხიმის წვის ხარისხზე აისახება. ამიტომაც ეცადეთ გამოიყენოთ იოდიზირებული მარილი და მიირთვათ ზღვის პროდუქტები.

სოიო – შეასანიშნავი წყაროა სელენის და B ვიტამინის.

ინდაური – მდიდარია B1 და B6 ვიტამინით, რომელიც დიეტოლოგების ერთ-ერთი მეგობარია :)

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: