მთავარი ადამიანები ეს ფოტოგრაფი უბრალოდ პორტრეტებს არ იღებს. ის ქალებს საკუთარი თავის რწმენას ასწავლის.

ეს ფოტოგრაფი უბრალოდ პორტრეტებს არ იღებს. ის ქალებს საკუთარი თავის რწმენას ასწავლის.

by Keti

ემილი ლონდონ მილერი უნიკალური ტალანტის მქონე ფოტოგრაფია: მას შეუძლია აბსოლუტურად ყველა ადამიანში დაინახოს ლამაზი მხარე. ბოლო პერიოდში მისი სამიზნე ქალები არიან. თავისი კამერისა და სადა სტილის დახმარებით, ის შემთხვევით შერჩეული ქალების გასაოცარ პორტრეტებს ქმნის. ამ სურათებში მკაფიოდ ჩანს, რომ ხშირად, ერთი შეხედვით ყველაზე ,,ჩვეულებრივი” ქალიც კი, ჰოლივუდის პროფესიონალ მოდელებზე უფრო ლამაზია.

მაგრამ ემილის ნამუშევრებს მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ ვაღიარებთ. აქ ნათელია ის ფაქტი, რომ ფოტოგრაფმა თითოეულ ქალში გააღვიძა საკუთარი თავის რწმენა და მათი შინაგანი სილამაზე ვიზუალურ გამოხატულებადაც აქცია. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სავსეა სილამაზის გაგების თავისებური ინტერპრეტაციით, ინდივიდუალური ღირსებები არასდროს იკარგება. ასე რომ, გადახედეთ ამ შესანიშნავი ქალბატონების პორტრეტებს და დატკბით ხელოვნებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: