მთავარი საკითხავი 26 თავბრუდამხვევი ფსიქოლოგიური ფაქტი ადამიანების შესახებ, რომელიც არასდროს ვიცოდით

26 თავბრუდამხვევი ფსიქოლოგიური ფაქტი ადამიანების შესახებ, რომელიც არასდროს ვიცოდით

by Keti

რაღაც ახლის სწავლა ყოველთვის საინტერესო და სახალისოა. განსაკუთრებით საინტერესოა ფსიქოლოგიური ნიუანსები – ის, თუ როგორ ვიქცევით, რას ვაკეთებთ სხვების თანდასწრებით, როგორ გამოვხატავთ თავს და ა. შ.

ჩვენ დღეს შევადგინეთ სია, სადაც გასაოცარი ფსიქოლოგიური ფაქტებია მოცემული. ისინი დაგეხმარებათ, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და სხვები.

fsiqologiuri faqtebi

ნებისმიერი მეგობრობა, რომელიც 16დან 28 წლამდე ასაკის შუალედშია დაწყებული, ხშირად ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივია.

ზოგადად ქალებს უფრო მეტად იზიდავთ ჩახლეჩილი ხმის მქონე მამაკაცები, რადგან ისინი უფრო თავდაჯერებულები და არააგრესიულები ჩანან.

ადამიანებს, რომლებიც საუკეთესო რჩევებს იძლევიან, როგორც წესი, თავად აქვთ ყველაზე მეტი პრობლემა.

რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო სწრაფად ფიქრობს და მით უფრო ცუდი ხელნაწერი აქვს.

ჩვენი ემოციები გავლენას არ ახდენს ჩვენი კომუნიკაციის სტილზე. რეალურად, პირიქითაა: ჩვენი კომუნიკაცია ახდენს გავლენას ჩვენს ხასიათზე.

ის, თუ როგორ ექცევა ადამიანი რესტორნის თანამშრომლებს, ძალიან ბევრს მეტყველებს მის ხასიათზე.

ძლიერი თვითდადანაშაულების გრძნობის მქონე ადამიანები უკეთ იგებენ სხვების ფიქრებსა და ემოციებს.

კაცები ქალებზე სახალისოები არ არიან: ისინი უბრალოდ მეტს ხუმრობენ და არ ადარდებთ, მოსწონთ თუ არა სხვებს მათი იუმორი.

მორცხვი ადამიანები საკუთარ თავზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ სხვებს განცდა უჩნდებათ, თითქოს მას კარგად იცნობენ.

ქალებს ორჯერ მეტი ტკივილის რეცეპტორი აქვთ სხეულში, ვიდრე კაცებს, მაგრამ ისინი მეტად იტანენ ტკივილს.

მაღალი სიხშირის მუსიკის მოსმენა ადამიანს ამშვიდებს, ადუნებს და აბედნიერებს.

თუ ღამით ფიქრების ნაკადს ვერ აჩერებთ, ადექით და დაწერეთ ისინი. ეს გონებას დააწყნარებს და დაძინება გაგიმარტივდებათ.

ადამიანს ტექსტური შეტყობინებები, ,,დილა მშვიდობისა” და ,,ღამე მშვიდობისა”, ტვინში ბედნიერების ჰორმონს უაქტიურებს.

იმის კეთება, რაც გაშინებს, მეტად ბედნიერს გაგხდის.

საშუალო დრო იმისა, რამდენი ხანიც ქალს საიდუმლოს შენახვა შეუძლია, არის 47 საათი და 5 წუთი.

ადამიანები, რომლებიც მუდამ სხვების გაბედნიერებას ცდილობენ, თავს ყველაზე მარტოსულად გრძნობენ.

რაც უფრო ბედნიერები ვართ, მით ნაკლები ძილი გვჭირდება.

როცა საყვარელი ადამიანის ხელი გიჭირავს, ტკივილის შეგრძნება და დარდი მცირდება.

ინტელექტუალ ადამიანებს საშუალოზე ნაკლები მეგობრები ჰყავთ. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, უფრო სელექციური ხდება ის.

საუკეთესო მეგობარზე დაქორწინება განქორწინების რისკს 70%-ით ამცირებს და მეტი შანსია ეს ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

ქალები, რომლებსაც მეტი კაცი მეგობარი ჰყავთ, ბევრად ხშირად არიან კარგ ხასიათზე.

ორ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს ხშირად გაუცნობიერებლად ეცვლებათ თვისებები, როცა ერთ ენას მეორეთი ცვლიან.

დიდხანს მარტო ყოფნა იმდენადვე ცუდია ჯანმრთელობისთვის, რამდენადაც 15 ღერი სიგარეტის მოწევა დღეში.

მოგზაურობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობს და ამცირებს გულის შეტევებისა და დეპრესიის რისკს.

ადამიანები მეტად მიმზიდველად გამოიყურებიან, როცა მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბრობენ.

როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება და ერთ-ერთი მათგანი ფეხს საპირისპირო მიმართულებით აბრუნებს ან მას მუდმივი უკუმიმართულებით ამოძრავებს, ეს უთანხმოების მკაფიო ნიშანია, ესე იგი, მათ იმ ადგილის დატოვება სურთ.

რომელიმე მოცემულობა ხომ არ გეცნოთ? იქნებ თქვენც გსურთ, დაამატოთ რაიმე ფაქტი, რის შესახებაც კვლევა წაგიკითხავთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: