რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დილას ყავით იწყებთ

by Keti Alaverdashvili

ნევადა-რენოს უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყავის მარცვლები შესაძლოა ბიოდიზელურ საწვავად გამოიყენონ, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ცოტა ხანში ჩვენი მანქანების გამონაბოლქვს კაპუჩინოს სუნი ჰქონდეს. თუმცა ორგანიზმის საწვავით მომარეგებისთვის, დილით ყავით დაწყება მთლად კარგი იდეა არ არის. ექიმების რწმენით, ყავის მიღებისთვის საუკეთესო დრო არის გვიანი დილა: 9:30დან 11:30მდე შუალედი.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ, თუ რა უარყოფითი შედეგები აქვს ორგანიზმისთვის ყავის უზმოზე დალევას.

1. შესაძლოა უფრო მოითენთოთ

ყავა ბევრისთვის გამოსაფხიზლებელი საშუალებაა, მაგრამ თუ მას საწოლიდან ადგომისთანავე დალევთ, საპირისპირო ეფექტი ექნება. ნუ დაიწყებთ დილას ყავით, თორემ ცოტა ხანში ისევ შეგაწუხებთ ძილიანობა. უმჯობესია ჯერ რამე მიირთვათ და შემდეგ დალიოთ ყავა.

2. შესაძლოა სხეულმა უფრო სწრაფად დაკარგოს საჭირო მინერალები

დილით ყავის ჩვეული დოზა იწვევს ბევრი საჭირო მინერალისა და ვიტამინების დაკარგვას. ყავა ხელს უშლის რკინის, მაგნიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შეწოვას. ასევე ძვლებიდან გამოაქვს კალციუმი და ხდის მათ მტვრევადს.

3. შესაძლოა გეტკინოთ მუცელი

ყავა ააქტიურებს ნერვულ სისტემას, ეს კი მოქმედებს მსხვილ ნაწლავზე და იწვევს დიარეას. ასევე ყავაში დამატებული რძე და ნაღები ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას.

4. შესაძლოა მოიმატოთ წონაში

შავი ყავა წვავს ცხიმებს, თუმცა მშიერზე მისი მიღება არ ღირს. ის აღრმავებს შიმშილის განცდას და ორგანიზმს მოთხოვნილება გაეზრდება მარტივი ნახშირწყლების მიმართ, რაც წონის მატების გარანტია.

5. აუარესებს შფოთვას

დილით სტრესის ჰორმონები ყველაზე მაღალია. ყავა კი სერიოზული სტიმულანტია, ამიტომ შესაძლოა შფოთვა უფრო გააუარესოს.

6. ხელს უწყობს კანის გამოშრობას

ყავა ახშირებს შარდვის მოთხოვნილებას, ეს უკანასკნელი კი იწვევს დეჰიდრატაციას. დეჰიდრირებული სხეული კი კანის გამოშრობასაც იწვევს.

7. ზრდის შაქრის დონეს

დილის ყავა უჯრედებს ურთულებს შაქრის დონის დარეგულირებას. სისხლში შაქრის დონის აწევა კი იწვევს წონის მატებას და კანის ინფექციებს.

თქვენ როდის სვამთ ყავას? უზმოზე თუ ჭამის შემდეგ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ასევე დაგაინტერესებთ