მთავარი რჩევები 11 ნივთი, რომლის გარეშეც ყველა ქალი უკეთ იგრძნობს თავს

11 ნივთი, რომლის გარეშეც ყველა ქალი უკეთ იგრძნობს თავს

by Keti

ჩვენ გარშემო არის ნივთები, რომლებიც ყოველდღე გვეხმარება. მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც გვართმევს ენერგიას. ალბათ ყველა ქალს აქვს სახლში ისეთი ნივთი, რომელსაც დროა დაემშვიდობოს.

მოდით, ჩამოვთვალოთ ის შესაძლო საგნები, რომლებიც არავის ანიჭებს სიხარულს.

1. მოუხერხებელი ფეხსაცმელი

ყველა ქალს აქვს 1-2 ლამაზი ფეხსაცმელი, რომელშიც მოუხერხებლად გრძნობს თავს და მისი ჩაცმის შემდეგ პრობლემები უჩნდება. უმჯობესია, ასეთ ფეხსაცმელს დროზე დაემშვიდობოთ.

2. მავთულის საკიდები

ასეთ საკიდებს ხშირად ქიმწმენდიდან ატანენ ან ნაყიდ ტანსაცმელს მოსდევს. შემდეგ ჩნდება მათი კარადაში დატოვების ცდუნება. თუმცა ეს წვრილი კონსტრუქცია წელავს ტანსაცმელს და შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის.

3. საწოლის იაფი თეთრეული

პოლიესთერის მასალის თეთრეულს ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. ისინი ჰაერს არ ატარებს და ხელს უშლის ორგანიზმის სითბოცვლას. ისინი განსაკუთრებით ზაფხულშია აუტანელი.

4. ტანსაცმელი, რომელიც დიეტას შთაგაგონებთ

ბევრს აქვს გარდერობში ,,გამოსაშვები საღამოს” კაბა ან ვიწრო ჯინსი, რასაც იმ იმედით ინახავს, რომ ოდესღაც საიმისო ფიგურას დაიყენებს. თუმცა ეს ხშირად დროში იწელება…

5. ძველი კოსმეტიკა

თუ ბევრი კოსმეტიკა დაგიგროვდათ, გირჩევთ გაფილტროთ ვადაგასული პროდუქტი. გაფუჭებულ კოსმეტიკას თან ახლავს ბაქტერიების გამრავლება, ეს კი იწვევს კანის ინფექციებს.

6. ყვითელი ბალიშები

ბალიში ერთობ მნიშვნელოვანი ნივთია. ძველ ბალიშებში სოკოს სპორები და ობი ჩნდება. დატკეპნეთ ბალიში და თუ ის არ ამოიბურცა, ესე იგი, გადასაგდებია.

7. არასასურველი საჩუქრები

ხშირად ჩნდება დილემა – რა ვუყოთ ნივთს, რომელიც არ მოგვწონს, მაგრამ მისი გადაგდება გვენანება. გამოსავალი ასეთია: საჩუქარმა თავის ფუნქცია შეასრულა და გიჩვენათ, რომ ვიღაცისთვის სულერთი არ ხართ. ახლა უკვე თავად გადაწყვიტეთ, რას უზამთ მას.

8. წიგნები, რომლებიც არ მოგეწონათ

სავარაუდო წიგნი, რომელიც თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, შეიძლება სხვას მოეწონოს. შეგიძლიათ გაცვალოთ სხვა წიგნში ან შესწიროთ ადგილობრივ ბიბლიოთეკას.

9. ფეხსაცმლის ყუთები

ბევრი ადამიანი ინახავს ფეხსაცმლის ყუთს სხვა გამოყენების მიზნით. ასეთი შემთხვევები კი იშვიათია. გირჩევთ მალევე მოიშოროთ არასაჭირო ყუთები.

10. გამჭვირვალე ჭურჭელი აბაზანასა თუ სამზარეულოში

ღია მინის ჭურჭელზე მზის სხივები მოქმედებს, ამიტომ მასში შემავალი პროდუქტი ხშირად ხარისხს კარგავს. რაც უფრო მუქია ტარა, მით უკეთ ინახება მასში პროდუქტი.

11. გაბზარული საჭრელი დაფა

ხის საჭრელი დაფები ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებებს. თუმცა მასში ნახეთქის გაჩენის შემდეგ, სჯობს ის ახლით შეცვალოთ.

თქვენ რომელ ნივთებს ვერ ელევით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ეს სტატია კი აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!