1.7K
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ეს სიმპტომები ბევრი მუშაობის შედეგია. თუმცა მათ იწვევს სხეულში მაგნიუმისა და K ვიტამინის დეფიციტი.
ჩვენ დღეს გეტყვით, თუ რატომ არის ეს ორი ელემენტი მნიშვნელოვანი!
მაგნიუმი
სარგებლიანობა
- მაგნიუმი ჩართულია სხეულის 300 სხვადასხვა ქიმიურ რეაქციაში. ის საკვებს გარდაქმნის ენერგიად და ამინომჟავებისგან ქმნის ახალ ცილებს. შედეგად ამცირებს შფოთვას, სტრესს და დაღლილობის განცდას.
- მაგნიუმი ახდენს თავის ტკივილს პრევენციას და ასევე დიდ როლს ასრულებს შაკიკის მკურნალობაში. მისი ნაკლებობა ამცირებს სეროტონინის დონეს, იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას და მოქმედებს ნეიროტრანსმიტერერების ფუნქციონირებაზე.
- მაგნიუმის დეფიციტი იწვევს დეპრესიასა და ინსომნიას.
წყაროები
რეკომენდებული დღიური ნორმა არის 400 მგ 19-30 წლის კაცებში, 30 წლის ზემოთ კი – 420 მგ. ხოლო 19-30 წლის ქალები რეკომენდებულია დღეში 310 მგ, 30 წლის ზემოთ – 320 მგ.
მაგნიუმის მიღების წყარო საკვებში:
- ისპანახი
- თხილი
- ყავისფერი ბრინჯი
- მსხვილად დაღერღილი პური
- თევზი
- ხორცი
- ავოკადო
K ვიტამინი
სარგებლიანობა
- K ვიტამინი ახდენს პროტეინის სინთეზირებას, რაც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის. ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ინტენსიურ სისხლდენას.
- ჯერჯერობით ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ K ვიტამინი ამცირებს ალცჰეიმერისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისს.
- ის კარგად ,,თანამშრომლობს” D ვიტამინთან და ეხმარება მას კალციუმის ძვლებამდე მიტანაში.
წყაროები
K ვიტამინის ნორმა ასაკზე, წონასა და სქესზეა დამოკიდებული. თუმცა მოზრდილებში დღიურ დოზად მიჩნეულია 0.001 მგ სხეულის წონის 1 კილოზე.
K ვიტამინს შეიცავს:
- მწვანილები: ბაზილიკი, სალბი, ბეგქონდარა, ოხრახუში, ქინძი, მაიორანი…
- მწვანე ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, მდოგვის ფოთლები, ჭარხლის ფოთლები, თალგამი…
- ცხარე სანელებლები: პილპილი, პაპრიკა, ჩილი, კარი…
- სხვა პროდუქტები: სატაცური, ცერეცო, პრასი, ბამი, მწნილეული, სოიო, ზეითუნის ზეთი და ჩირი.
თუ გრძნობთ, რომ ამ ელემენტების მკვეთრ დანაკლისს განიცდით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!