მთავარი რჩევები ეს ტუტოვანი დიეტა კიბოს უჯრედებს სრულად ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი

ეს ტუტოვანი დიეტა კიბოს უჯრედებს სრულად ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი

by guramus

პროფესორი კოლინ კემფბელი აცხადებს, რომ ყველა ადამიანს ორგანიზმში рН = 7, 35 ტუტე გარემო უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ნებისმიერი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტუტე ბალანსის დაცვა. მჟავა გარემოში ვითარდება დაავადებათა თითქმის 92%.

სამწუხაროდ, ჩვენი არასწორი კვება ახდენს ორგანიზმში მჟავა გარემოს ჩამოყალიბებას და ირღვევა ბალანსი ტუტესა და მჟავას შორის.

არაჯანსაღი კვების რაციონი ბევრ მომაკვდინებელ დაავადებას იწვევს. როდესაც მივირთმევთ ნახევარფაბრიკატებს, სწრაფი კვების საკვებს და სხვადასხვა არაჯანსაღ პროდუქციას, ორგანიზმში ირღვევა ბალანსი, იმატებს მჟავიანობა. პროფესორი ამბობს, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანები აუცილებლად უნდა იცავდნენ ტუტოვან დიეტას. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტუტე გარემო ორგანიზმში.

ტუტოვანი დიეტა აღადგენს ბალანსს ორგანიზმში. ის მოიცავს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, ბროკოლს, ბალახებს და სანელებლებს. ტუტოვანი დიეტა ასევე შეიცავს 150-250 გრ. ხორცს, ზღვის თევზს და უცხიმო ქათამს კვირაში ერთი-ორჯერ, დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს.

ტუტოვანი დიეტა რაციონიდან ხორბლისშემცველი პროდუქტების ამოღებას გულისხმობს. გირჩევთ მოერიდოთ პურს, მაკარონს, სხვადასხვა ნამცხვარს. მათ ნაცვლად მიიღეთ წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი. ასევე აუცილებელია რაციონიდან სრულად ამოიღოთ შაქარი და თერმულად დამუშავებული ცხიმები.

სიმსივნის უჯრედები იყენებენ გლუკოზას გადარჩენის მიზნით, ამიტომაც უნდა შეწყვიტოთ შაქრის მოხმარება. შეცვალეთ ის თაფლით, ლეღვისა და გარგრის ჩირით, ახალი ანანასით.

ტუტოვანი დიეტა დაგეხმარებათ 95%-ით მოახდინოთ სიმსივნის პროფილაქტიკა, 100%-ით აირიდებთ თავიდან გულის შეტევას და საგრძნობლად შეამცირებთ დიებეტის განვითარების რისკს.