მთავარი ადამიანები 13 ქალური რამ, რაც კაცებსაც უყვართ… ოღონდ ჩუმად

13 ქალური რამ, რაც კაცებსაც უყვართ… ოღონდ ჩუმად

by Keti

კატების სიყვარული, რომანტიკული კომედიები, კოსმეტიკა – ძირითადად ქალების ინტერესის სფეროდ ითვლება. მაგრამ ყოველთვის ასე არაა! ბევრი კაცი ასევე ძალიან სენსიტიურია, უბრალოდ ყოველთვის არ ამბობენ ამას.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ ,,გოგოური” რაღაცების სიას, რაც კაცებსაც ძალიან მოსწონთ – მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა.

13. კაცებს ზოგჯერ ძალიან უყვართ ჭორაობა. სხვებმაც ხომ უნდა იცოდნენ, როგორი ანცი ცოლები ჰყავთ.

12. ბევრ კაცს შოპინგზე სიარულიც უყვარს. მაგრამ – ჩშშ!

11. სასაცილო ცეკვები მათი სტილია.

10. კაცებს სწამთ, რომ დამღლელი დღის შემდეგ ქაფიან აბაზანას იმსახურებენ.

9. ბევრი კაცი სახეს მხოლოდ წყლით არ იბანს…

8. ძალიან უყვართ დოინჯით დგომა. შეგიმჩნევიათ?

7. ძალიან უყვართ ,,გოგოური” კოქტეილები ხილით. ბოლოსდაბოლოს, დესერტებზე ხომ გიჟდებიან!

6. ზოგჯერ ქალების კოსმეტიკის ჩანთაში იქექებიან. შამპუნები, დუშგელები და ლოსიონები ხომ ძალიან არომატულია.

5. კაცებს ასევე ძალიან უყვართ რომანტიკული კომედიები. და ზოგჯერ ტირიან კიდეც…

4. კაცები მუდამ მზად არიან სასაცილო და კრეატიული ფოტოს გადასაღებად.

3. გგონიათ დრამატულად თვალების ატრიალება ქალების ჩვევაა? ცდებით!

2. ისინი სავარცხლით ხელში მღერიან ხოლმე. ასევე შხაპის ქვეშაც. ნუ, რა თქმა უნდა, როცა ირგვლივ არავინაა.

1. ჩახუტება. ბევრი კაცი ამას არ აღიარებს, მაგრამ ეს კაცებისთვისაც შესანიშნავი ადამიანური კონტაქტია. თან სიცოცხლეს ახანგრძლივებს.