მთავარი საკითხავი გაბრიელ გარსია მარკესის 15 სიბრძნე, რომელიც იმედით აგავსებთ.

გაბრიელ გარსია მარკესის 15 სიბრძნე, რომელიც იმედით აგავსებთ.

by Keti

როცა გაბრიელ გარსია მარკესმა ,,მარტოობის ას წელიწადზე” მუშაობა დაიწყო, სამსახურის დატოვება მოუწია. მან გაყიდა მანქანა და აიღო დიდი ვალი. კიდევ ცოლის საყვარელი მიქსერი და თმის საშრობი გაყიდა, რათა მეტი ფული მიეღო. როცა ცოლმა ეს შეიტყო, მარკესს უთხრა: ,,არ დაუშვა, რომ ეს ნოველა ცუდი გამოვიდეს.”

ჩვენ დღეს შევაგროვეთ მარკესის 15 გამორჩეული ციტატა. ის არამხოლოდ გენიალური მწერალი, არამედ საოცარი ადამიანიც იყო. მასაც ჩვენსავით ჰქონდა რთული ეპიზოდები და დეპრესიული მომენტები. თუმცა მოტივაცია არ დაუკარგავს.

ჩვენ უნდა ვეცადოთ და გავიგოთ ჩვენი შინაგანი ბავშვის ხმა. თუ ამ ბავშვს მოვუსმენთ, შესაძლოა თვალების ისევ გაგვიჩნდება ნაპერწკალი. ხოლო თუ ამ ბავშვთან კავშირს დავკარგავთ, სამყაროსთანაც შეწყდება ჩვენი კონტაქტი.

ადამიანი იმ დროს კი არ კვდება, როცა ამის დროა, არამედ მაშინ, როცა სიკვილს გადაწყვეტს.

ეცადეთ მოიშოროთ ცუდი მოგონებები და კარგზე კონცენტრირდეთ. ეს ერთადერთი ხრიკია, რაც წარსულის ტვირთს აგვატანინებს.

ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემა ყოველ ღამე სიყვარულით უნდა დასრულდეს და დილით საუზმეზე ხელახლა უნდა აშენდეს.

მშვიდად იყავი. ღმერთი კართან გელოდება.

მე ქუდს არ ვატარებ, რადგან არ მინდა ვინმეს წინაშე მოვიხადო.

შეშლილი ხალხი არ ითვლება შეშლილად, თუ ვინმე მაინც მიიღებს მათ მსჯელობას.

თუ რაიმე ამბავში ქალია გარეული, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ქალები მართავენ სამყაროს.

სამყაროს გადაულახავი ძალა არის ცალმხრივი სიყვარული და არა ბედნიერი

ყოველთვის რჩება დრო სიყვარულისთვის.

სჯობს უდროოდ მიხვიდე, ვიდრე დაპატიჟებას ელოდო.

შერიგების ერთი წუთი იმაზე მეტი ღირს, ვიდრე მეგობრობის მთელი ცხოვრება.

თუ ნამდვილ სიყვარულს შეხვდები, მაშინ ის შენგან ვერ დაიმალება, ვერსად — ვერც ერთ კვირაში, ვერც ერთ თვეში და ვერც ერთ წელში.

არ მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ უსიყვარულოდ მოკვდე.

არასდროს შეწყვიტო გაღიმება, არც მაშინ, როცა სევდიანი ხარ, რადგან არასდროს იცი, ვის შეიძლება შეუყვარდეს შენი ღიმილი.