მთავარი რჩევები ხუნზები – ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან

ხუნზები – ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან

by guramus

ხუნზას მცხოვრებლები 90-დან 110 წლამდე ცოცხლობენ. ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე დაბლობს ”ახალგაზრდობის ოაზისს” უწოდებენ. ისინი თითქმის არასოდეს ავადმყოფობენ. რ. ბირხერმა წიგნიც კი მიუძღვნა მათ – “ხუნზები – ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან.”

ხუნზების დღეგრძელობის საიდუმლო მათ საკვებში და ცხოვრების წესშია. ისინი -15 გრადუს ყინვაშიც კი ცივ წყალში ბანაობენ, 100 წლის ადამიანები ბავშვებივით თამაშობენ და 65 წლის ქალები კი ბავშვებს აჩენენ.

ხუნზების კვების რაციონი ძირითადად ვეგეტარიანულია, თუმცა ცხოველურ საკვებსაც იღებენ. ზაფხულში ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ზამთარში – ჩირს, ცხვრის ყველს. გაზაფხულზე, როცა ხილი ჯერაც არაა შემოსული, თითქმის არ იკვებებიან და დღეში ერთხელ გარგარის წვენს სვამენ.

ვეგეტარიანული კვება, ნატურალური ნედლი პროდუქტების სიმრავლე, პერიოდული შიმშილობები. კვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც. მათი მთავარი საიდუმლო ძალიან მშრომელ ხასიათშია. მათ 100 კილომეტრის გავლა შეუძლიათ სეირნობისას და წამითაც არ დაიღლებიან. ხუნზები ძალიან ხალისიანები არიან, სულ იცინიან, არასოდეს ბრაზობენ და ნერვიულობენ, არ წუწუნებენ, ერთმანეთს ცუდად არ ეპყრობიან და უფრთხილდებიან საყვარელი ადამიანების განწყობას.

ხუნზები ისლამის მიმდევრები არიან, თუმცა ლოცვები განსხვავებული აქვთ. ისინი ერთმანეთს არასოდეს ესაუბრებიან რელიგიაზე და ღმერთზე. ღვთისადმი მიმართვა პირადულია და ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც უნდა.

1984 წელს, საიდ აბდულ მობუდი ლონდონში ჩაფრინდა და აეროპორტის თანამშრომელს პასპორტი გაუწოდა. თანამშრომელი შოკში იყო, ვერ აეხსნა პასპორტი ნამდვილი იყო თუ ყალბი. მობუდის დაბადების თარიღად 1823 წელი ეწერა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: