მთავარი საკითხავი 40 წლის შემდეგ ქალების ცხოვრება მკვეთრად იცვლება: ეს უნდა იცოდეთ!

40 წლის შემდეგ ქალების ცხოვრება მკვეთრად იცვლება: ეს უნდა იცოდეთ!

by Keti

როგორც წესი, ახალგაზრდა ქალბატონები 30 წლის შესრულების შემდეგ შიშით ელიან ყოველ მომდევნო დაბადების დღეს. 40 წლის ასაკი კი ბევრისთვის საერთოდ დასასრულის დასაწყისია. ზოგი ადამიანისთვის დაუწერელი წესიც კი არსებობს, რომ არ უნდა აღინიშნოს ეს იუბილე. და იქნებ ეს არ არის უბრალო ცრურწმენა. როგორია ქალების რეალური ცხოვრება 40 წლის შემდეგ?

დღეს ჩვენ გაიზიარებთ ერთი ჩვეულებრივი ქალის წერილს, რომელმაც ორი წლის წინ გადალახა ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში. და მან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბევრი საოცარი აღმოჩენა გააკეთა.

ქალების ცხოვრება 40 წლის შემდეგ

,,ცხოვრება ხომ ყოველდღიური აღმოჩენაა. ამ აღმოჩენებიდან 40 წლის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება მხოლოდ წინ მიდის. ის, რაც მუდამ მნიშვნელოვანი მეგონა, მოულოდნელად უკანა პლანზე გადავიდა. ხოლო რასაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, უეცრად ძალიან არსებითი გახდა“. წერს ვიქტორია. 

”დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ვერცხლისფერი თმის ღერები შემთხვევითი მოვლენა აღარ არის. შემდეგ უკვე ხშირად ვიღებავდი თმას. მივხვდი, რომ ფულის დახარჯვა აღარ ღირდა თმის კარგად შეჭრაზე, რადგან ცხენის კუდი ადრინდელივით არ მიხდებოდა ”.

”ორიოდე წლის წინ, მე გადამეტებულად ვუვლიდი სხეულს. სულ რაღაცის გაუმჯობესება მსურდა. ვფიქრობდი, ცოტა მეტი რომ მევარჯიშა, იდეალურ სხეულს მივიღებდი. ახლა ჩემი ამოცანები ნაკლებად ამბიციურია. უკვე ვცდილობ მაქსიმალურად დიდხანს სხეულის ფუნქციონირება შევინარჩუნო. ახლა უკვე ვზრუნავ ჩემს ორგანიზმზე და მიყვარს ის ისეთი, როგორიც არის”.

”ჩემს მოგონებებსაც უცნაური რამ ემართება. როცა ახალგაზრდობას ვიხსენებ, ბევრ მოვლენაზე გული მწყდება. რატომ ვეჩხუბე ჩემს მეგობარს? რატომ დავშორდი? სად დავუშვი შეცდომები? არ მახსოვს ”.

”დრომ მომხიბვლელი ბურუსით დაფარა ყველაფერი. როგორც ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ წარსულის გაიდეალურებას ვიწყებთ. ზედაპირზე კარგი რამეები რჩება, ცუდი მოგონებებისთვის კი უფრო სიღრმეებში უნდა ჩახვიდე.”

კომფორტმა სილამაზეზე გაიმარჯვა

”ადრე სპორტით ვიყავი დაკავებული, რათა ლამაზი ვყოფილიყავი. მინდოდა ბრტყელი მუცლითა და გამხდარი თეძოებით მეამაყა. მაგრამ წლებმა და ტკბილეულის სიყვარულმა თავისი შედეგი გამოიღო. სხეული არ არის იდეალური და ის უფრო და უფრო შორდება მას. ბრძოლა წაგებულია და ნუთუ ახლა უნდა დავივიწყოთ სპორტი? არა! სწორედ ახლაა სპორტის დრო ”.

”მე უკვე კარგად ვიცი, რომ რეგულარული გახურების, გაჭიმვის და ფიზიკური დატვირთვის გარეშე თავის, სახსრებისა და ზურგის ტკივილი არ მომასვენებს. არ მსურს დაანდრევად დავსუსტდე, ექიმებში ხშირი სიარულიც ჯერ არ მხიბლავს. და მინდა შვილიშვილების ხელში ჭერა დიდხანს შევძლო.”

,,სილამაზე უიმედოდ ჩაბარდა კომფორტს. მახსოვს, ადრე ჩემმა პირველმა დედამთილმა მკითხა, თუ როგორ არ მბეზრდებოდა მუდამ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ორიოდე ათწლეულიც კი არ გასულა და მე თვითონ გაკვირვებული ვუყურებ ქალებს, რომლებიც ქუსლიანებით დადიან.”

ასაკთან დამოკიდებულება

,,ახლა როცა კაცი მომეწონება, ეგრევე ფიქრს ვიწყებ: არის თუ არა ის ჩემი შესაფერისი? ზედმეტად პატარა ხომ არ არის? როგორც წესი, მხოლოდ აწმყოზე მიყვარს კონცენტრირება, მაგრამ ხანდახან მაინც მეშინია, რომ გავა 5-10 წელი და ჩემი პარტნიორი უკვე შვილის შესაფერისად არ ჩაითვალოს.

,,უკვე ვატყობ, რომ მეცვლება ლიტერატურული გემოვნებაც. ახლა იშვიათად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, უფრო ის მსურს, რომ კარგად გავეცნო ბიოგრაფიებს, ისტორიებს, ადამიანების ნამდვილ თავგადასავლებს.”

”დროსთან ერთად, ჩემთვის უკმაყოფილების მიზეზების რაოდენობაც მცირდება. პრეტენზიებს მადლიერება ანაცვლებს. მიხარია, როცა კარგ ადამიანებს ვხვდები, როცა საჭირო შანსებს ხელიდან არ ვუშვებ, როცა მიმართლებს…”

”რა გეგმები მაქვს სამომავლოდ? ეს ძალიან მარტივია. დავტკბები იმით, რაც მაქვს. მეტი დრო უნდა გავატარო მშობლებთან და ბავშვებთან. ხშირად გავიდე ბუნებაში. ვნახო ის, რისი ნახვაც მსურს. და უბრალოდ ვისიამოვნო ცხოვრებით.” – დაასრულა წერა ქალმა.

ყველა ადამიანს საკუთარი აღმოჩენები აქვს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ალბათ უფრო საინტერესო მათი მოსმენაა, ვინც ასაკთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას აღიქვამს არა ტკივილითა და სინანულით, არამედ ინტერესითა და მადლიერებით. ყოველი ასაკი ხომ თავისებურად კარგია. ასე არ არის?

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებებიც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: