მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები და მათი ოჯახური ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ გარკვეული კანონზომიერებები არსებობს

ზოდიაქოს ნიშნები და მათი ოჯახური ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ გარკვეული კანონზომიერებები არსებობს

by Keti

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენი ქორწინება ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაზუსტია, რადგან წამყვანი ფაქტორი პიროვნება და გარემოებებია. მაგრამ თუ გჯერათ, რომ ადამიანის თვისებები დამოკიდებულია მის დაბადების თარიღზე, მაშინ ყველაფერი ასე თუ ისე ლოგიკური ხდება.

როგორ გავარკვიოთ რამდენჯერ დავქორწინდებით

ვერძი

თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერძებს ძლიერი ლიდერული თვისებები აქვთ. თუ პარტნიორი თანახმაა იყოს ცოტა პასიური, მაშინ მათი კავშირი მარადიული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძს მუდმივი ბრძოლები მოუწევს.

კურო

კურო დიდხანს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე, ამიტომ ისინი სხვებზე გვიან დაქორწინდებიან. ასეთი ადამიანები ფრთხილად და გააზრებულად აკეთებენ არჩევანს. ამიტომ, ამ ნიშანში განქორწინება იშვიათია.

ტყუპები

ამ სიის რეკორდსმენები. ზოგს ჰგონია, რომ ტყუპებს მსუბუქი ცხოვრება უყვართ და იმიტომ შორდებიან პარტნიორებს. მაგრამ ჩვენი აზრით, მათ უბრალოდ სხვანაირი სულიერი მდგომარეობა აქვთ. ტყუპებმა იციან, რომ ყველაფერი იცვლება და წინააღმდეგობის გაწევა საჭირო არ არის.

კირჩხიბი

კირჩხიბები სწრაფად ეჯაჭვებიან ადამიანს და განქორწინების ინიციატორები არასდროს არ არიან. პარტნიორს ყველაფერს ადვილად პატიობენ. მონეტის მეორე მხარე კი ისაა, რომ მათ ხშირად არ აქვთ საკმარისი გამბედაობა – დაასრულონ ურთიერთობა, რომელიც მათთვის საზიანოა.

ლომი

ამ ნიშნისთვის ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე. ლომებს შეუძლიათ შექმნან ყველაზე ძლიერი ქორწინება და ასევე გამოსდით, რომ მარტივად დაემშვიდობონ პარტნიორებს.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ახალგაზრდობაში უშვებენ გარკვეულ შეცდომებს. თუმცა თუ გვერდით ჰყავთ ადამიანი, ვინც ადრე დაქორწინებას გადააფიქრებინებთ, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. მოზრდილ ასაკში კი ქალწულები საკმაოდ ძლიერ ურთიერთობებს ქმნიან.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლებში ყველაზე მეტია ისეთი, ვინც ცხოვრებაში არასდროს დაქორწინდება. მაგრამ თუ სასწორმა არჩევანი გააკეთა, ეს სამუდამოდ იქნება.

მორიელი

მორიელის პირველი ქორწინება, როგორც წესი, გამოცდაა. მაგრამ მეორედ ისინი უფრო საფუძვლიანად ემზადებიან. იმ მორიელებისთვის, რომლებიც კმაყოფილი არიან თავიანთი არჩევანით, ქორწინება შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს.

მშვილდოსანი

ცვალებადი პიროვნებები, რომლებიც ძალიან მარტივად მიაბიჯებენ ცხოვრებაში. მათი ფილოსოფიური ბუნება ყოველთვის შეძლებს ახსნას უკვე წარუმატებელი ქორწინება. მისთვის მთავარია იყო ბედნიერი და დიდხანს არ წვალობს რაღაცის შენარჩუნებაზე.

თხის რქა

როგორც წესი, ისინი არჩევანს ძალიან ფრთხილად და საფუძვლიანად აკეთებენ. მათ არ სურთ განქორწინება მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა ძალიან ცუდია. კომფორტის ზონაში გაჩერება მათ ხშირად ყველაფერში ხელს უშლით.

მერწყული

ნიშანი, რომელსაც უყვარს უკიდურესობა. მერწყული ან სამუდამოდ პოულობს ერთ სიყვარულს, ან მთელ ცხოვრებას ძიებაში ატარებს და სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვას ცდილობს.

თევზები

თევზებს ახასიათებს მგზნებარე, მაგრამ მოკლევადიანი ურთიერთობა. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დაქორწინება, თუნდაც ცხოვრებაში რამდენჯერმე. თუმცა არსებობს გამონაკლისები.

თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: