რთული ამოცანები, რომლებიც ყოველ ჯერზე მწვავე დისკუსიებს იწვევს

by Keti Alaverdashvili

ჩვენი ტვინი საჭიროებს რეგულარულ ვარჯიშს, რათა ყოველთვის ტონუსში იყოს და მნიშვნელოვანი ამოცანები მეტი ეფექტურობით შეასრულოს. სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა კარგად ეხმარება ტვინს გავარჯიშებაში, თან საინტერესოა.

გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას. ამოხსენით ისინი და შეამოწმეთ პასუხები.

1. ეს მარტივი მაგალითი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამიტომ საინტერესოა თქვენი ვარიანტებიც. შეგიძლიათ სხვებთან ერთად ამოხსნათ და შეამოწმოთ, ერთნაირი მეთოდით შეასრულებთ, თუ განსხვავებულით.

2. მეორე ამოცანის ამოსახსნელად უნდა წარმოიდგინოთ ის, თუ როგორ შეავსებს წყალი ცარიელ ჭურჭელს და რომელი აივსება პირველად.

3. მესამე ვარიანტად გთავაზობთ საინტერესო მაგალითებს. ადამიანი, რომელმაც კარგად იცის დათვლა, მაშინვე შეამჩნევს, რომ პასუხები არასწორია. თუმცა საინტერესოა, რა კანონზომიერების მიხედვით უნდა შეიცვალოს კითხვის ნიშანი რაიმე რიცხვით.

პასუხები:

1. ამ მაგალითს ყველა სხვადასხვა თანმიმდევრობით ხსნის. თუმცა ჯერ ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება სრულდება, შემდეგ გამრავლება, ბოლოს კი გაყოფა. ამიტომ 6 / 2(1 + 2) = 6 / (2 * 3) = 6 / 6 = 1.

თუმცა ზოგი თვლის, რომ დავალება მარცხნიდან მარჯვნივ უნდა შეასრულოს: 6 / 2 * 3 = 9. ეს პასუხი სწორი იქნებოდა, თუ თავდაპირველ მაგალითს ასეთი სახე ექნებოდა (6 / 2) * (1 + 2).

ასე რომ სწორი პასუხი არის 1.

2. სურათზე არსებული ზოგიერთი ჭურჭელი დახურულია. თუ ამ მომენტს მიაქცევთ ყურადღებას, ნახავთ, რომ წყალი ხვდება მხოლოდ ,,ე-ს” და ,,გ” ჭურჭლებში. ამ ორიდან კი პირველად შეივსება ,,ე”.

3. აქ ჩანს, რომ თითოეულ მოქმედებაში გამოტოვებულია მიმატების ნიშანი, რომელიც პირველ და მეორე ციფრს შორის უნდა ეწეროს. მაშინ მაგალითები შემდეგ სახეს მიიღებს: 6 + 3 + 12 = 21, 4 + 5 + 13 = 22 და ა. შ. ამიტომ ბოლო მაგალითი იქნება 1 + 8 + 45 = 54.

მაშ ასე, ყოველი ამოცანა სწორად ამოვხსენით. გაგვიზიარეთ თქვენი აზრები მათ შესახებ, იქნებ ჩვენ ვუშვებთ რაიმე შეცდომას და არასწორი კანონზომიერებით ამოვხსენით ისინი?

0

ასევე დაგაინტერესებთ