მთავარი კულინარია რძიანი კოქტეილის რეცეპტი

რძიანი კოქტეილის რეცეპტი

by Keti

ნატურალური პროდუქტები ყოველთვის უგემური არ არის, მათი კომბინაცია ხშირად გვაოცებს, მით უმეტეს, თუ საქმე დესერტს ეხება. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი გემრიელობა არის რძიანი კოქტეილი. ეს არის სქელი, ბლანტი, წელვადი, თეთრი და ძალიან ტკბილი სასმელი.

ეს უნაზესი დესერტი დიდი ხანია პოპულარულია. დღეს ჩვენ გთავაზობთ მის მარტივ რეცეპტს. სცადეთ მომზადება და გაილამაზეთ დღის ნებისმიერი მონაკვეთი.

ქვემოთ მოცემულია ზუსტი პროპორციები, რის მიხედვითაც ზღაპრულ კოქტეილს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 400 გ რძე
  • 4 ს. კ. მსხლის სიროფი
  • 100 გ პლომბირი

მომზადება

1. ჩაასხით ძალიან ცივი რძე ბლენდერის ჭურჭელში.

2. დაამატეთ სიროფი.

3. ჩადეთ მასში ნაყინი.

4. ათქვიფეთ ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში ყველაზე მაღალ სიჩქარეზე.

რაც უფრო ნაკლებ ნაყინს დაამატებთ, კოქტეილი მით უფრო კარგად აითქვიფება. თუმცა გემოც შესაბამისად შეეცვლება. მაცივარში შენახული გახსნილი ნაყინი გემოს იცვლის, ასევე უარესდება ქაფის ხარისხი. კოქტეილისთვის სჯობს ახალი პროდუქტების გამოყენება.

რძე ძალიან ცივი უნდა იყოს: კარგი იქნება, თუ მასში ყინულის ნაწილაკებიც იქნება. ამის მისაღწევად, რძე შეინახეთ საყინულეში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

ყველას გირჩევთ ამ უგემრიელესი კოქტეილის გასინჯვას. ეს არის დაუვიწყარი და ბუნებრივი გემო, რომელიც სასიამოვნო ქიმიების გამოყოფაში დაგეხმარებათ და აგიმაღლებთ განწყობას.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: