მთავარი ჯანმრთელობა აი 5 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ტკბილეულზე უკეთ ამარცხებს სტრესს

აი 5 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ტკბილეულზე უკეთ ამარცხებს სტრესს

by Keti

მრავალ ადამიანს აქვს ჩვევა – სტრესის დროს მიირთვას ტკბილეული. ეს კი, თავის მხრივ, ახალ სტრესს იწვევს კილოგრამების მომატების გამო.

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიხსნათ დაძაბულობა და სტრესი საკვების დახმარებით, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

სტრესის მოხსნა საკვების დახმარებით

ბევრს გაუჩნდება კითხვა: ნუთუ შეუძლია ხილს ან ბოსტნეულს ძლიერი სტრესის მოხსნა? ჩავუღრმავდეთ ანტისტრესული საკვების თემას და განვიხილოთ იმ პროდუქტების სია, რომელიც ადამიანს განწყობის გამოკეთებაში ეხმარება.

ბანანი

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენიბით კალიუმს, B6-ს და ნატურალურ შაქარს. ეს ყველაფერი კვებავს ჩვენს ნერვულ სისტემას სტრესის დროს. გარდა ამისა, ბანანი ორგანიზმს ეხმარება ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის – გამომუშავებაში.

კალიუმი გულს მუშაობაში ეხმარება, არეგულირებს წყლის ბალანსს და ტვინს ამდიდრებს ჟანგბადით.

ავოკადო

ავოკადო საოცარი პროდუქტია. ის შეიცავს 20ზე მეტ ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებას. ესენია: ვიტამინი E, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ფოლიუმის მჟავა. ავოკადო არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, მისი ნახევარი ნაყოფი კი ცვლის მთლიან საუზმეს.

კენკრა

ყველანაირი კენკრა დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ეს ვიტამინი კი წარმატებით უმკლავდება სტრესს. გერმანელი მეცნიერების ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, 120 მონაწილე სიტყვით უნდა გამოსულიყო და შემდეგ მათემატიკური ამოცანები ამოეხსნათ. ნაწილმა გამოსვლამდე C ვიტამინი მიიღო. აღმოჩნდა, რომ მათ ორგანიზმში ბევრად შემცირდა სტრესის დონე, დანარჩენებთან შედარებით.

შავი შოკოლადი

ძალიან ხშირად სტრესი და შფოთვა ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის ფონზე წარმოიქმნება. ამ მიკროელემენტის დონე შეგიძლიათ შავი შოკოლადის დახმარებით აიმაღლოთ. შოკოლადში კაკაოს შემცველობა უნდა იყოს 60%ზე მეტი. საუკეთესო იქნება შავი შოკოლადი თხილეულით.

ფერმენტირებული პროდუქტები

დამტკიცებულია, რომ ნაწლავური მიკროფლორა მოქმედებას ახდენს არამხოლოდ საჭმლის მონელების პროცესზე, არამედ გუნება-განწყობის ამაღლებაზეც. სასარგებლო მიკროორგანიზმების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ისეთი ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა კეფირი, იოგურტი, მჟავე კომბოსტო და კიტრი, კომბუჩა…

ახლა უკვე იცი, როგორ მოიხსნა დაძაბულობა და სტრესი ისე, რომ მავნე საკვებსაც არ მიეძალო. სინჯე ჩამოთვლილი პროდუქტების ყოველდღიურად მიღება და დააკვირდი საკუთარ თავს. შედეგი კი გაგვიზიარე კომენტარებში!