მთავარი ჯანმრთელობა სპეციალისტების აზრით, ყოველ დილით შვრიის მიღება არ ღირს. აი, რა გვერდითი მოვლენები ახლავს მას

სპეციალისტების აზრით, ყოველ დილით შვრიის მიღება არ ღირს. აი, რა გვერდითი მოვლენები ახლავს მას

by Keti

ალბათ ყველას გვსმენია, რომ დილით შვრიის ფაფის მიღება ძალიან სასარგებლოა. რომ შვრია ხელს უწყობს ენერგიული დღის დაწყებას და აუმჯობესებს განწყობას. თუმცა სპეციალისტები დღეს უკვე ახალ საკითხზე მსჯელობენ. ბევრი მათგანი თვლის, რომ შვრიის ყოველ დილით მირთმევა არათუ სასარგებლო, მავნეც კია ჯანმრთელობისთვის.

სხვა ნებისმიერი პროდუქტის მსგავსად, შვრიასაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. დღეს ჩვენ ამ უარყოფით თვისებებს განვიხილავთ.

რატომ უნდა მივირთვათ შვრია საუზმეზე?

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ალუმინს, რკინას, ბორს, B ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინს, უჯრედისს, ცილებს და ა. შ. შვრიის გლიკემიური ინდექსი არის 55. ამ მაჩვენებლით კი სხვა ბურღულეულების სიის შუაშია. ეს პროდუქტი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კალციუმითა და ფოსფორით.

ბოლო კვლევების თანახმად, შვრიის ბოჭკოში არსებობს ბეტა-გლუკანი. ეს გახლავთ ნივთიერება, რომელიც სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს მკვეთრად აქვეითებს. შვრიის ფაფა ასევე ძალიან ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის.

ყველა ეს დადებითი თვისება შვრიას ძალიან მნიშვნელოვან კერძად აქცევს. ამიტომ მისი საუზმეზე მირთმევა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

შვრიის ფაფის უარყოფითი მხარეები

შვრია, ისევე როგორც პარკოსნები და სხვა სახის ბურღულეული, შეიცავს ფიტინის მჟავას. ეს ნივთიერება კი ნაწლავებში თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის და რკინის შეწოვას აფერხებს.

იმ ადამიანებმა, ვისაც დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა და  ასევე აწუხებთ ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ოსტეოპოროზი), შვრიის ფაფა ყოველდღე არ უნდა მიირთვან. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია შვრიის მონოდიეტის დაცვა, რასაც გახდომის მიზნით მიმართავენ ხოლმე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შვრიის ფაფაში ფიტინის რაოდენობის შემცირება შესაძლებელია. ამისთვის ბურღული წყალში უნდა ჩაალბოთ. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი ან სხვა რაიმე მჟავე სითხე, მაგალითად, კეფირი, იოგურტი ან მაწონი. აგრეთვე ფიტინის რაოდენობა შემცირდება თუ ბურღულეულს და პარკოსნებს წინასწარ გარეცხავთ.

დავამატებთ იმასაც, რომ ყველა ადამიანისთვის სასარგებლო და უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს. მათ შორის ყველაზე საუკეთესოც კი არ ღირს იმად, რომ მასზე დავაფუძნოთ ჩვენი მონოდიეტა. აუცილებელია ყველა სასარგებლო პროდუქტის ზომიერად და რაციონულად მიღება, რათა ორგანიზმი არ დაიტვირთოს.

რაც შეეხება შვრიის ფაფას, მისი მიღება რეკომენდებულია კვირაში 2-3 ჯერ. ამ სიხშირით მირთმევის შემთხვევაში, ორგანიზმი წარმატებით შეიწოვს მასში შემავალ ყველა სასარგებლო ნივთიერებას და თან თავიდან აირიდებთ ყველა შესაძლო გართულებას.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!