მთავარი რჩევები როგორ ვატაროთ პირბადე ისე, რომ სათვალე არ დაორთქლოს

როგორ ვატაროთ პირბადე ისე, რომ სათვალე არ დაორთქლოს

by Keti

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს დამცავი ნიღბების ტარება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მას ყველა ვატარებთ. სათვალის მატარებელმა ადამიანებმა იციან, რომ ეს ორი ნივთი ერთმანეთთან კარგად ვერ მეგობრობენ. ჩნდება კითხვა: როგორ ვატაროთ პირბადე ისე, რომ სათვალე არ დაიორთქლოს?

ჩვენ დღეს რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ!

როგორ ვატაროთ ნიღაბი და სათვალე ერთად

სახის ნიღაბი სახეზე დაგროვილ თბილ ჰაერს ზემოთ მიმართავს, ეს კი სათვალის ლინზებს ბურავს. შედეგად თქვენ მუდმივად გიწევთ მათი წმენდა.

მეთოდი 1

გაკეთებამდე ნიღბის ზედა ნაწილის კიდეები გადაკეცეთ და ისე მოირგეთ სახეზე. სათვალის გაკეთებისას დარწმუნდით, რომ ისინი ნიღაბს ზემოთაა მოქცეული.

ეს ხელს შეუწყობს თბილი ჰაერის ქვემოთ მიმართვას.

მეთოდი 2

მოათავსეთ სხვა ბამბის მატერია ნიღბის ზედა ნაწილზე.

ამ გზით, ამოსუნთქული ჰაერი მოხვდება ქსოვილში და არ დაორთქლავს სათვალეს. შეგიძლიათ ბამბის ქსოვილის ნაცვლად ქაღალდის ხელსახოციც გამოიყენოთ.

ამ ორი მეთოდის უკეთ გასაგებად ნახეთ ვიდეო:

მეთოდი 3

კიდევ ერთი მეთოდი არის სათვალის საპნიანი წყლით გარეცხვა. საპონი დამცავ ფენას ქმნის, რის შედეგადაც სათვალის მინები აღარ დაიბურება.

შეგიძლიათ სათვალეს პირდაპირ წაუსვათ მყარი საპონი და შემდეგ სუფთა ქსოვილით გაწმინდოთ.

მეთონი 4

ეს ვარიანტი მათთვის არის, ვინც ნაჭრის ხელნაკეთ ნიღბებს ატარებს. ცხვირის ადგილას მოათავსეთ ნიღაბი მავთულის პატარა ნაჭერი ან ქაღალდის სამაგრი.

ასე ნიღაბი ცხვირის ფორმას გაიმეორებს და ჰაერის გამოსაშვები ადგილი აღარ დარჩება.

გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას! ხშირად ჩაიტარე ხელების დეზინფექცია, გაანიავე სახლი, სხვებთან კონტაქტის დროს დაიცავი დისტანცია. გაუფრთხილდი სხვებსაც და საკუთარ თავსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: