მთავარი საკითხავი პატრიარქის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა

პატრიარქის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა

by guramus

“უფლისადმი მადლიერების დღე დაწესდა“, იგი ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება  – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ. მსვლელობა შაბათს, აღდგომის წინა დღეს დაიწყება. მადლობის ლოცვა და წირვა კი პირველად სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრში შესრულდება.

“ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე”- თქვა პატრიარქმა.