მთავარი კულინარია ქათმის ბულიონი ცომის გუნდებით

ქათმის ბულიონი ცომის გუნდებით

by Keti

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ორიგინალურ კერძს, რომელიც იოლად მზადდება, არის მსუბუქი და ნოყიერი. შეარჩიეთ კარგი შინაური ქათამი გემრიელი ბულიონის მისაღებად.

ამ სუპში ცომის გუნდები ცვლის კარტოფილს და უფრო სწრაფად ანაყრებს. ცივ პერიოდში მისი მირთმევა ძალიან სასიამოვნოა.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • ერთი ჭიქა ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. წყალი
  • 200 მლ ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მთლიანი ქათამი მოათავსე ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს კარგად. მიიყვანე ადუღებამდე და მოხადე ქაფი.

2. ჩაამატე მარილი და პილპილი. ქათამი ხარშე ნელ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დაამატე დაფნის ფოთოლი. ქათამს გააცალე ძვლები. ბულიონი კი გადაწურე სუფთა ჭურჭელში.

3. ფქვილი და მარილი გაცერი და გააკეთე მასში ჩაღრმავება. ჩაახალე კვერცხი. ჩაასხი ყინულიანი წყალი და მოზილე ცომი. დატოვე 20 წუთით.

4. ცომისგან მოამზადე ძეხვის ფორმის გუნდა 2 სმ დიამეტრით. მჭრელი დანით დაჭერი ერთი სმ სისქის ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხი ზეთი და გაახურე. ჩაყარე მასში ცომები და შეწვი ოქროსფრის მიღებამდე. გადაიტანე ქაღალდის ხელსახოცზე.

5. სუფრასთან მიტანის წინ, ბულიონი წამოადუღე, ჩაასხი მათლაფებში და თითოეულში ჩაყარე ქათმის ხორცი და ცომის გუნდები. მოაყარე მწვანილი.

სასარგებლო და გემრიელი ბულიონი მთელ ოჯახს მოეწონება. გემრიელად მიირთვით!