მთავარი საკითხავი საბჭოთა ავეჯი თანამედროვე ინტერიერში

საბჭოთა ავეჯი თანამედროვე ინტერიერში

by Keti

ალბათ ყველა ოჯახში მოიპოვება საბჭოთა კავშირის დროინდელი ხის ავეჯი. დღეს ამ ნივთების ფასი გაზრდილია, ვინაიდან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ცოტათი გადასხვაფერების შემთხვევაში, საბჭოთა ავეჯი თანამედროვე ინტერიერს ძალიან უხდება.

მასალა ხარისხიანია, მათი ვიზუალური შეცვლა კი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

საბჭოთა სტილის კარადები და ტუმბოები

არც ერთი საბჭოთა ბინის მორთვა არ დასრულებულა მასიური ხის კარადის გარეშე. მანდ ინახავდნენ ყველაფერს: წიგნებსაც და სერვიზსაც. კარადას უამრავი დანაყოფი აქვს, ასე რომ, მისი გადაგდება არ ღირს, ალბათ გათანამედროვება უკეთესი იქნება.

ტუმბოების ძალიან კარგად გამოიყურება თანამედროვე სტილის ბინებშიც. მასზე ჭიქების, ოთახის ყვავილების დაწყობა შეიძლება, რაც ვიზუალს ალამაზებს.

ზემოთ ხედავთ საბჭოთა კავშირის დროინდელ მაგიდას და სკამს, რომელიც იასამნისფრადაა გადაღებილი.

საბჭოთა ავეჯების მთავარი მასალა იყო ხე. დიზაინს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა ახლა თავად შეგიძლიათ მათი გალამაზება.

რა ჯობია საკუთარ ოთახში მუსიკით ტკბობას. თან ძველებური ფირფიტები ახლაც გაპოპულარულდა და მათი საშუალებით ბევრ ახალგაზრდას სიამოვნებს მუსიკის მოსმენა.

მაშინაც კი, თუ თქვენი ბინა მთლიანად თანამედროვე სტილშია გაფორმებული, გვერწმუნეთ, მანდ ამ წიგნების კარადის ადგილი მაინც იქნება.

თუნდაც ამ პატარა თაროების, რომლებიც სივრცის დაზოგვის მიზნით კედელზე უნდა ჩამოკიდოთ.

რბილი საბჭოთა ავეჯი თანამედროვე ბინაში

ბებოს დივანი ნებისმიერ მისაღებს მყუდროდ აქცევს. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ჯდება ის ნეოკლასიკური სტილის მისაღები ოთახის ინტერიერში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა სავარძლები მეტისმეტად უხეშია.

შეგიძლიათ სასურველი სისქის ბალიშები შეარჩიოთ და მათი დახმარებით ააფუმფულოთ საბჭოთა სავარძლები.

სკამებთან დაკავშირებით ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა. ისინიც არ ითვლება მაინცდამაინც კომფორტულ ნივთებად. მაგრამ ბალიშების ჩაკერება აქაც კარგი იდეაა.

სკამები ვიზუალურად ძალიან მინიმალისტურია და თუ შესაბამისი ფერის ბალიშს შეურჩევთ, შესაძლოა ინტერიერს ძალიან მოუხდეს.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს ხალიჩებიც. ზოგი იმდენად კარგია, მხოლოდ პერიოდული გარეცხვა სჭირდება და არავითარი რესტაცრაცია. მაგრამ ხალიჩის ბინაში ქონა ინდივიდუალური გემოვნების ამბავია, რადგან, როგორც წესი, ეს ნივთი სახლში ბევრ მტვერს აგროვებს.

თქვენ რა ნივთები გაქვთ შემორჩენილი საბჭოთა პერიოდიდან? მოგვიყევით კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: