მთავარი რჩევები ექსპრეს დიეტა – 3 დღეში დაიკლებთ 5 კილოგრამს, ჩადექით ფორმაში სწრაფად და მარტივად!

ექსპრეს დიეტა – 3 დღეში დაიკლებთ 5 კილოგრამს, ჩადექით ფორმაში სწრაფად და მარტივად!

by guramus

ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს ცხოვრებაში მოულოდნელი მომენტები. უცებ ისეთი რაღაც გამოჩნდება, რისთვისაც მზად არ ვიყავით. მაგალითად, მეგობარი ქორწინდება, დაქალის შვილის ნათლობაა, პაემანია საყვარელ ადამიანთან და ა.შ. ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ვიყოთ ფორმაში, და რითი უნდა დავიწყოთ ფორმაში ჩადგომა? რა თქმა უნდა წონის დაკლებით. მინუს 1-2 კილოგრამი არავის გვაწყენს.

სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებობს ეს ექსპრეს დიეტა. 3 დღეში შეგიძლიათ 5 კილო დაიკლოთ და უსწრაფესად მოირგოთ სასურველი დიზაინის კაბა. მერწმუნეთ, ზედმეტი წონა ხელს ვერ შეგიშლით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დიეტა ძალიან სწრაფია, მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით. ამასთანავე, დიეტა 100%-ით უსაფრთხოა, სხვა დიეტებისგან განსხვავებით.

9.00 საათზე – მწვანე ჩაი, შვრიის ფაფა ქიშმიშითა და ნიგვზით (თხილით);

12.00 საათზე – წიწიბურა, ქათმის თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათა;

15.00 საათზე – თევზი ბოსტნეულით;

18.00 საათზე – ჩაი, ორი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა ან უცხიმო ხაჭო;

20.00 – 1 გრეიპფრუტი ან ფორთოხალი.

ეს მენიუ გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში. 3 დღეში გელოდებით ისევ აქ, კომენტარებში გაგვიზიარეთ შედეგი :)