ნადია ესექსი ტიკტოკის ცნობილი ვლოგერია. ის თავის ვიდეოებში სხვადასხვა საკითხზე საუბრობს, მათ შორის, ურთიერთობებზე. ნადიამ თავის ერთ-ერთ ვიდეოში აღიარა, რომ ერთხელ თავისი მეგობარი ბიჭი ღალატში შემდეგნაირად გამოიჭირა: ბიჭის აპლიკაციაში, სახელად Fitbit, დაფიქსირდა, რომ მას შუა ღამით 500 კილო კალორია დაუწვავს.
39 წლის ნადიამ ტიკტოკის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა: ,,სწორედ იმ დროს მივხვდი, რომ ურთიერთობა დასრულებული იყო.”
როგორც აღმოჩნდა, ნადიას შეყვარებული სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. ნადიამ კი მისი Fitbit-დან ეს უცნაური შეტყობინება მიიღო. მაგ პერიოდში შეყვარებულები ამ მოწყობილობას ერთმანეთთან აზიარებდნენ.
,,როცა გავიღვიძე და საუზმის მომზადება დავაპირე, Fitbit-ზე (რომელსაც მაშინ ერთმანეთთან ვაზიარებდით) შეტყობინება მოვიდა, რომ ღამის 2-დან 3 საათამდე შუალედში, ჩემს ბიჭს 500 კალორია დაუხარჯავს.”
,,შემდეგ მისი საუზმე ნაგვის ურნაში ჩავტენე…”
446,000 ნახვა და 48,000 მოწონება აქვს, ასევე უამრავი მხარდამჭერი კომენტარი. ხალხი მას ,,დედოფალს” უწოდებს.
ქალს შემდეგნაირად ამხნევებენ: ,,შენ მის გარეშე ბევრად უკეთესი ხარ. ეს ყველაზე კარგი ცუდი ისტორიაა მსოფლიოში.”
სხვა კომენტარი ასეთია: ,,მთავარია ღალატის ფაქტი გაიგე. ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა Fitbit რომ არა.”
ზოგი ადამიანი ბიჭის გამართლებასაც შეეცადა. მაგალითად ერთი მომხმარებელი წერდა: ,,იქნებ ღამით კლუბში ცეკვავდა? მაგრამ ალბათ შენ უკეთ იცი, რა მოხდა.”
ნადია ესექსმა კი მას უპასუხა: ,,ჩემს ყოფილს არც კი უცდია თავის ასე მართლება, ის აბსოლუტურად დაკმაყოფილდა ღალატის ვერსიით.”
ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ტიკტოკის ბევრ მომხმარებელს მოუნდა Fitbit-ის გადმოწერა და შეყვარებულთან გაზიარება. ნეტავ რატომ?