ახალგაზრდა იაპონელმა ბაიკერმა, რომელსაც უზარმაზარი სოციალური ქსელი ადევნებს თვალს, შოკში ჩააგდო ინტერნეტის მომხმარებლები, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ის 50 წლის კაცია.
,,გოგონა” ტვიტერზე სახელით – @azusagakuyuki – ხშირად წერს ბაიკების სიყვარულის შესახებ.
სიმართლის გარკვევა ხალხმა მაშინ დაიწყო, როცა ეს პიროვნება იაპონურ შოუში არ გამოცხადდა. მაყურებლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალი 50 წლის კაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის აპებსა და Photoshop-ს იყენებს გარეგნობის შეცვლის მიზნით.
პირველად ეს ადამიანი მამაკაცურმა მკლავმა გაყიდა.
ერთი მომხმარებელი წერდა: ,,ნუთუ ხალხს ეს მოსწონს? მისი სახე ყალბი და ხელოვნურია, მკლავი კი შეუსაბამოდ მსხვილი და თმიანი. ამიტომ არ უნდა ვენდოთ სოციალურ მედიას.”
ითვლება, რომ მამაკაცმა გარეგნობა ,,ფოლოუერების” მომატების მიზნით შეიცვალა. ამან მართლაც გამოიღო შედეგი და მისი გამომწერების რიცხვმა 17000ს გადააჭარბა.
8World News-ის თანახმად, სოციალური მედიის მიმდევრების რიცხვმა “ქალის” კარგი გარეგნობის გამო იმატა.
11 თებერვალს ხალხმა ახალი დეტალი შენიშნა. როდესაც ,,ქალმა” ქვემოთ მოცემული ფოტო ატვირთა, ბაიკის სარკეში ფოტოგრაფის ანარეკლი ჩანდა.
ამ სურათის გადიდების შემდეგ, ბევრი მიხვდა, რომ კამერის მიღმა მყოფი ადამიანი შუახნის ასაკის კაცი იყო და არა ის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ელოდებოდნენ.
მას შემდეგ, რაც ხალხმა საკუთარი დასკვნების გაკეთება დაიწყო, იაპონურ სატელევიზიო შოუებს სურდათ გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა.
ჟურნალისტები ბაიკერს აედევნენ და შოკში ჩავარდნენ, როდესაც ჩაფხუტის ქვეშ კაცი აღმოაჩინეს. კაცს ,,გოგონასთან” ერთი საერთო ჰქონდა – გრძელი თმა.
მან გაამჟღავნა თავისი საიდუმლო და შოუს განუცხადა, რომ მან უბრალოდ თავისი ტელეფონი და სახის შესაცვლელი აპი გამოიყენა. ეს კი მან თავისი პოსტების მიმართ ჩართულობის გასაზრდელად გააკეთა.
კაცმა ასევე დაამატა, რომ “გალამაზების” პროცესი სასიამოვნო იყო, ისევე როგორც ლაიქების რაოდენობა მისი ინსტაგრამის პოსტებზე.
ფაქტია, კაცმა მიზანს მიაღწია და ცნობილიც გახდა!