მთავარი ჯანმრთელობა პულმონოლოგი: ადამიანთა უმეტესობა არასწორად სუნთქავს და ჟანგბადის დეფიციტს განიცდის.

პულმონოლოგი: ადამიანთა უმეტესობა არასწორად სუნთქავს და ჟანგბადის დეფიციტს განიცდის.

by Keti

ვინც იოგათი დაკავებულა, იცის, რომ ვარჯიშის დაწყებამდე არასწორად სუნთქავდა. ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა არც ისე იოლი შესასრულებელი ყოფილა. მთავარია პრაქტიკა და ვარჯიში. ერთი კვირის შემდეგ კი სწორი სუნთქვა უკვე ჩვევაში გადადის. ამას იგრძნობთ ენერგიის მომატებითა და გახალისებით.

როგორ გავაცნობიეროთ არასწორი სუნთქვა

დააკვირდით თქვენს თავს სუნთქვისას. ჩასუნთქვისას თქვენი მხრები იწევს მაღლა, სხეული ვერტიკალურად იჭიმება. ხოლო ამოსუნთქვისას კვლავ დაეშვება. სუნთქვის ასეთ ტიპს ჰქვია ,,ვერტიკალური” და ის არასწორია. საქმე იმაშია, რომ როცა ვერტიკალურად სუნთქავთ, ამ დროს არ ხდება სრული ჩასუნთქვა და ამაში ფილტვების მხოლოდ ზედა ნაწილი მონაწილეობს. რაც ამ ორგანოს მხოლოდ მცირე ნაწილია.

შესაბამისად, ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს.

ვერტიკალური სუნთქვის მინუსი მხოლოს ეს არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფილტვებიდან მთლიანი ჰაერი ამოიღოთ. გამოდის, რომ ვერ ახერხებთ ახალი ჟანგბადის ჩასუნთქვას. გქონიათ შეგრძნება, თითქოს ღრმად ჩასუნთქვა არ შეგიძლიათ? ეს ჰაეროვანი შიმშილია, რომელიც ვერტიკალური სუნთქვითაა განპირობებული და იწვევს სერიოზულ დაავადებებს.

თუმცა, მაგალითად, აღელვების ან სპორტული აქტივობის დროს, ვერტიკალური სუნთქვა გიხსნით. ამ დროს სწრაფად ხდება სისხლში საჭირო ჟანგბადის მიწოდება.

რატომ სუნთქავენ ადამიანები არასწორად?

სტრესი

სწავლა, მუშაობა, სტრესი, ცხოვრებისეული წვრილმანები, პანდემია, ვალები…. ჩვენი ორგანიზმი ამ სტრესებს მინი საფრთხედ აღიქვამს და ამიტომ შესაბამისად რეაგირებს – რთავს ვერტიკალურ სუნთქვას.

პოზა

ახლა ცოტა ადამიანი იტრაბახებს ხერხემლის ჯანმრთელობით. სამწუხაროდ ცუდი პოზირებისგან არავინაა დაზღვეული. ხერხემლის დეფორმაციასა და არასწორ სუნთქვას შორის პარალელის გავლება ძალიან მარტივია. ყურადღებით იყავით საკუთარი ზურგის მიმართ. იძინეთ ხარისხიან მატრასებზე და იჯექით გამართულად.

გაცხიმოვნება

ზედმეტი ცხიმოვანი ჩანართები გულ-მკერდის კედელსა და დიაფრაგმას აწვება. ეს კი ფილტვების ქვედა ნაწილს სუნთქვაში მონაწილეობის მიღებაში უშლის ხელს. ორგანიზმი იძლევა შესაბამის რეაქციას და იწყებს ვერტიკალურ სუნთქვას.

მოუხერხებელი ტანსაცმელი

შემოჭერილი შარვალი და თეთრეული მართალია ფიგურას ხაზს უსვამს, მაგრამ სუნთქვასაც ართულებს. 1-2ჯერ ჩაცმა არაფერს დააშავებს, თუმცა ყოველდღიურად არ გირჩევთ.

ჰაერის დაბინძურება

ორგანიზმი გრძნობს ირგვლივ ჰაერის დაბინძურებას და ამიტომ ფილტვებს ღრმა ჩასუნთქვას არ უშვებს, რათა სისხლში ბევრი მავნე ნივთიერება არ მოხვდეს.

როგორ ვისუნთქოთ სწორად

როგორც მიხვდით, სწორი სუნთქვა არის ჰორიზონტალური. უნდა ისუნთქოთ არა მკერდით და მხრებით, არამედ დიაფრაგმის კუნთებით. ანუ მკერდის ნაწილი უძრავი უნდა დარჩეს, ხოლო მუცელმა იმოძრაოს.

არსებობს სუნთქვის მარტივი ვარჯიში: დაწექით იატაკზე და მუცელზე დაილაგეთ წიგნების წყება. ჩაისუნთქეთ და ამოისუთქეთ მუცლით. თქვენ უნდა დაინახოთ წიგნები როგორ ადის და ჩადის. ვინც არასწორად სუნთქავდა, მისთვის რთული იქნება ასეთი ტიპის სუნთქვა.

როცა მუცლით სწორ სუნთქვას მიეჩვევით, ადექით და ფეხზე მდგომმა გააკეთეთ ჩასუნთქვა. საჭიროა როგორც სწორი ჩასუნთქვა, ისე სწორად ამოსუნთქვა. ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამ უკანასკნელში უშვებს შეცდომას.

ვერტიკალური სუნთქვა, თავის მხრივ, იწვევს სხეულებრივ სტრესს. გარდა ამისა, ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, ადამიანი იღლება ძალიან სწრაფად, ხშირია თავისა და კისრის ტკივილი. ეცადეთ ისუთქოთ ჰორიზონტალურად და მის შედეგებს მალევე დაინახავთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: