მთავარი რჩევები რატომ არ უნდა შეიძინოთ ენძელები ქუჩაში?

რატომ არ უნდა შეიძინოთ ენძელები ქუჩაში?

by Keti

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ენძელა წითელ წიგნშია შეტანილი. თუმცა ეს ფაქტი ადამიანებს ხელს არ უშლის, რომ უმოწყალოდ გლიჯონ აღნიშნული ყვავილი. როგორც კი დათბება, ენძელის თაიგულით ხელში გამყიდველებიც გამოჩნდებიან. თავისთავად სევდიანი ფაქტია, ვინაიდან ვისაც მატერიალურად უჭირს, გარეთ ყვავილსაც ის ყიდის. მაგრამ ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ვიყიდოთ ისინი თუ არა?

წითელ წიგნში შეტანილი ყვავილების განადგურება ბრაკონიერობას უთანაბრდება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ისჯება.

ენძელას ლამაზი თაიგულის შეძენით, ჩვენ ავტომატურად ვეთანხმებით ამ არალეგალურ ბიზნესს.

წლიდან წლამდე წითელ წიგნში მცენარეების მეტი და მეტი სახეობები შეჰყავთ. სამწუხაროდ, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეკოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, ბუნების მიმართ მაინც გულგრილი დამოკიდებულება გვაქვს.

ენძელას სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მოკლეა, სანამ სახლამდე მიიტანთ, შეიძლება ჩამოჭკნეს კიდეც. მისი ცხოველქმედების მნიშვნელოვანი პროცესები მცენარის ბოლქვებში მიმდინარეობს, რაც მიწის ქვეშაა.

მოწყვეტისას ადამიანები მას ძირფესვიანად თხრიან. შედეგად კი მცირდება ამ ყვავილების გავრცელების არეალი.

თუმცა არც მისი ფრთხილად მოჭრა შეიძლება. საკმარისია 4-5 წელი, რომ ენძელების პოპულაციის არეალი განადგურდეს. ღირს კი წუთიერი სიამოვნებისთვის ამ საყვარელი ყვავილების განადგურება? ალბათ არა.

გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა არ უნდა დაუჭირონ მხარი არალეგალურ ვაჭრობას და ეს იშვიათი ყვავილი არ შეიძინონ. თან ისინი არცთუ ისე იაფი ღირს. თუ გსურთ ლამაზი ყვავილებით დატკბობა, გადით ტყეებში ან უბრალოდ გადაიღეთ გაზაფხულის ყვავილები.

ფოტო-ნადირობა – ორიგინალური მეთოდია, რათა გაატაროთ საუკეთესო დრო ახლობლებთან და მეგობრებთან. გარდა ამისა, ამით ლამაზ მოგონებებსაც შეიქმნით.

ენძელა გაზაფხულის პირველი ყვავილი არ არის, ამ დროს ჩნდება თეთრყვავილა, ანემონა, ყოჩივარდა…

ენძელა გაზაფხულის მოსვლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და ჩვენ გვჯერა, რომ არავის არ სურს მისი სამუდამო გაქრობა. ამიტომ გავუფრთხილდეთ ბუნებას. გვახსოვდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული – იარსებებს თუ არა ამ საყვარელი ყვავილის პოპულაცია მომავალში.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: