მთავარი რჩევები საჭიროა თუ არა გელ-ლაქის გაკეთება?

საჭიროა თუ არა გელ-ლაქის გაკეთება?

by Keti

2021 წელი ახალ ტრენდებს გვკარნახობს და ის მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხება. ახლა მოდაშია კოსმეტიკის მაქსიმალური ბუნებრივობა და ეს ფრჩხილებზეც მოქმედებს.

საჭიროა თუ არა გელ-ლაქის გაკეთება?

2021 წელს მოდაში იქნება ულტრა-ნატურალური მანიკიური, რომელსაც საფარველი არ დასჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ სალონებს არ უნდა ეწვიოთ. უბრალოდ შესაძლებელია ფრჩხილების მხოლოდ ჰიგიენური მოვლა – ლაქის გარეშე.

პროფესიონალებში ამას უწოდებენ ,,naked nails” – ანუ შიშველ ფრჩხილებს. მოდელების ფრჩხილებზე ზოგჯერ გამჭვირვალე საფარველი გვხვდება და მეტი არაფერი.

ამერიკელი მანიკიურის ოსტატები ამტკიცებენ, რომ ახლა ბუნებრივობაა მოდაში.

პროფესიონალები თვლიან, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება. 2020მა წელმა ცხოვრებაში ახალი კორექტივები შემოიტანა: სილამაზის სალონები მასიურად იხურებოდა.

ქალები მიხვდნენ, რომ ფრჩხილების მოვლის პროცესი უნდა გამარტივდეს. სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ლოქდაუნის დროს, როცა ქალები დამოუკიდებლად ცდილობდნენ მანიკიურის გაკეთებას, მათ ეს არცთუ ისე კარგად გამოსდიოდათ. ამიტომ ტაქტიკა იცვლება.

ჩაკეტილი წრე

შიშველ ფრჩხილებზე შეჩვევა რთულია იმ ქალისთვის, რომელიც ხშირად იკეთებდა მანიკიურს. ლაქი ფრჩხილებს აზიანებს, თუმცა ეს შემაკავებელი ფაქტორი არ არის.

სილამაზის ოსტატების რჩევით, სჯობს ფრჩხილების დასვენება. თავიდან ფრჩხილი ქაღალდივით თხელი მოგეჩვენებათ, თუმცა შეგიძლიათ სხვადასხვა აბაზანების გაკეთება: ზღვის მარილის და ეთერზეთების.

დადებითი შედეგი თანდათან თვალსაჩინო გახდება.

როცა ამ პროცედურებს მიეჩვევით, მანიკიურის წასმის ტრადიციაც დაგავიწყდებათ. თან საფარველის გარეშე ფრჩხილები ბევრად კარგად იგრძნობენ თავს.

ნახევარ წელიწადში, სწორი მოვლის შემთხვევაში, ფრჩხილების სტრუქტურა სრულად აღდგება და შემდეგ შეგეძლებათ მხოლოდ ჰიგიენური მანიკიურის გაკეთება.

ცხოვრება გელ-ლაქის გარეშე

გელ-ლაქზე უარის თქმას ბევრი უპიატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს გაზოგინებთ დროს. მეორე რიგში კი – თანხას. ხოლო ვინც იაფად აკეთებს ამ პროცედურებს, მათთან ვიზიტი სახიფათოა.

ასევე თავად პროცედურა ფრჩხილებს აზიანებს. მათი მდგომარეობა საფარველის აპარატით მოხსნის დროს ზიანდება, მით უმეტეს, თუ ოსტატი გამოუცდელია.

საჭიროა თუ არა გელ-ლაქი? ცხადია ეს თქვენი გადასაწყვეტია. თუ არ გინდათ მას თავი სამუდამოდ დაანებოთ, პერიოდულად ფრჩხილები დაასვენეთ ხოლმე. ამ დროს ფრჩხილი კვებეთ სპეციალური საშუალებებით.

სასიხარულოა, რომ თანამედროვე მოდის კანონმდებლები იმაზე აზრზე არიან. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: