რთული ამოცანები, რომლებსაც Microsoft-ის გასაუბრებაზე მყოფებს ახსნევინებენ. შეამოწმე, გაივლიდი თუ არა გასაუბრებას!

by Keti Alaverdashvili

ბევრ ადამიანს სურს პრესტიჟული სამსახურის დაწყება ცნობილ მსხვილ კომპანიებში, თუმცა საამისოდ მხოლოდ ერთეულებს თუ უმართლებთ. საუკეთესო კანდიდატების ასარჩევად კი ცნობილი კომპანიები ,,ტვინის შტურმის” სხვადასხვა ამოცანებს იყენებენ. ეს უკანასკნელები კი ხშირად დამაბნეველია.

დღეს ჩვენ ამ ტიპის დავალებები შევარჩიეთ. სცადეთ თუ გაართმევთ თავს.

Microsoft-ის შეკითხვა

შენ გაქვს წყლის ამოუწურავი მარაგი და 2 სათლი – ერთი ხუთლიტრიანი, მეორე სამლიტრიანი. უნდა გაზომო ზუსტად 4 ლიტრი. როგორ იზამ ამას?

Apple-ს შეკითხვა

ერთ-ერთი სერიალის გმირმა – შელდონ კუპერმა – თამაშში ყველა წინააღმდეგობა გადალახა და აღმოჩნდა ფინიშთან. მას მხოლოდ დარჩა ის, რომ ორი კარიდან სწორი აირჩიოს. ერთს სიმდიდრისკენ მიჰყავს, მეორეს კი უსასრულო ლაბირინთისკენ. ორივე კარს დარაჯი ჰყავს. ორივე მათგანმა იცის, თუ რომელი კარის უკან იმალება სიმდიდრე. ერთ-ერთი მცველი ყოველთვის სიმართლეს საუბრობს, მეორე კი მატყუარაა. მაგრამ კუპერს ნება დართეს, ერთ-ერთ დარაჯს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვას და გაიგოს რომელი კარი უნდა შეაღოს.

რა კითხვა შეიძლება დასვას კუპერმა, რათა სწორ კარში მოხვდეს?

Google-ს შეკითხვა

მაგიდაზე დევს თანაბარი სიდიდის 8 ბურთი. ერთი დანარჩენზე მძიმეა. როგორ უნდა გაიგო, რომელი იწონის მეტს, თუ აწონვის მხოლოდ 2 ცდა გაქვს?

Adobe-ს შეკითხვა

შენ გაქვს 50 მოტოციკლი. თითოეული სავსეა საწვავით, რომელიც მხოლოდ 100 კმზე გეყოფა. რამდენად შორს შეგიძლია გამგზავრება ამ 50 მოტოციკლით? გაითვალისწინე, რომ ყველა მათგანი ერთ ადგილზე მდებარეობს.

Qualcomm-ის შეკითხვა

უსადენო ქსელით მიმდინარეობს მონაცემების 10 პაკეტური გადაცემა. თუმცა სისტემა არასრულყოფილია. ამიტომ არსებობს ალბათობა 1/10, რომ ცდა წარმატებით არ დამთავრდება და მონაცემების პაკეტი ვერ გაიგზავნება. ამის მიუხედავად ტრანსმიტერი ყოველთვის დაგეხმარება განსაზღვრო, გადაიგზავნა ეს პაკეტი თუ არა. თუ გაგზავნა არ გამოვა, ის გააგრძელებს მონაცემების გადაცემას მანამ, სანამ ოპერაცია წარმატებით არ დასრულდება. როგორ ფიქრობ, რამდენი პაკეტი უნდა გაუშვას ტრანსიმიტერმა წამში?

პასუხები

  1. პირველად უნდა შევავსოთ ხუთლიტრიანი სათლი და მისი ნაწილი გადავასხათ სამლიტრიანში. მაშინ დაგვრჩება 3 ლიტრი მცირე სათლში და 2 – დიდში. ამის შემდეგ ვცლით სამლიტრიან სათლს და ვავსებთ მას 2 ლიტრით, რომელიც დარჩა ხუთლიტრიანში. შემდეგ კვლავ ვავსებთ დიდ სათლს და მისგან სითხეს ვასხამთ სამლიტრიანში. ვინაიდან იქ უკვე 2 ლიტრია, თუ შევავსებთ ერთი ლიტრით დიდი სათლიდან, მაშინ მასში ზუსტად 4 ლიტრი დარჩება.
  2. ეს ელემენტარულია. შელდონმა უნდა დაუსვას შემდეგი შეკითხვა ერთ-ერთ მათგანს: რომელი კარი მიიყვანს განძთან მეორე მცველის შეფასებით? თუ ამ შეკითხვას იმ დარაჯს დაუსვამს, რომელიც არასდროს იტყუება, ის გაახმოვანებს მატყუარას აზრს და ლაბირინთში შემავალი კარისკენ მიუთითებს. ხოლო თუ კუპერი მატყუარა მცველს შეეკითხება, ამგვარადაც გაიგებს, რომელი არის უკანა ლაბირინთი, რადგან ის აუცილებლად მოატყუებს.
  3. პირველ რიგში ბურთები გავყოთ სამ ნაწილა: 2 ჯგუფში იქნება 3-3 ბურთი, ერთში კი – 2. შემდეგ 2 სამეული მოვათავსოთ სასწორის სხვადასხვა თასში. თუ ერთ-ერთი ჯგუფი გადაწონის, ამ სამეულიდან ამოვიღებთ 2 ნებისმიერ ბურთს და ავწონით. ასეთ შემთხვევაში, მძიმე ბურთი ან გადაწონის, ან თასები გათანაბრდება. თუ ბურთები ერთნაირი წონისაა – მძიმე ის არის, რომელიც დარჩა. ხოლო თუ ამ ჯგუფებს შორის მძიმე ბურთი არ აღმოჩნდა, მაშინ ის იმ ორს შორისაა, რომლებიც თავიდანვე გადავდეთ გვერდზე.

4. დასაწყისისთვის უნდა გადავაადგილოთ ყველა მოტოციკლი 50 კმ-ზე. შემდეგ გადავასხათ საწვავი ნახევარი ტრანსპორტიდან მეორე ნახევარში. მაშინ 25 მოტოციკლის ბაკი გაივსება. გავიაროთ კვლავ 50 კმ და გავიაროთ პროცედურა. ამგვარად შესაძლოა 350 კმ-ს გავლა, თუ რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ იმ მოტოციკლის საწვავს, რომელიც გვერდზე დარჩა 25 მოტოციკლის გაყოფისას.

5. მომხმარებელი, რომელსაც ეს კითხვა დაუსვეს, ირწმუნება, რომ სწორი პასუხი უნდა იყოს 9 პაკეტი წამში. თუმცა გასაუბრების ჩამტარებელი ადამიანი მას არ დაეთანხმა. პასუხი მას არ უთქვამს, თუმცა ამტკიცებდა, რომ ,,რეტრანსმისიის გათვალისწინებით, უნდა შემცირდეს გამტარობის უნარი 1/10-ზე მეტად უნდა შემცირდეს.”

აღიარეთ, შეძლებდით, ასეთი გასაუბრების წარმატებით გავლას? დაემთხვა თქვენი პასუხები მოცემულ ვარიანტებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები და პასუხები!

ასევე დაგაინტერესებთ