მთავარი ადამიანები ჩვენი კულტურის უცნაური ტრადიციები, რომლებიც უცხოელებს აბნევს

ჩვენი კულტურის უცნაური ტრადიციები, რომლებიც უცხოელებს აბნევს

by Keti

თითოეულ ერს აქვს თავისი უცნაური ტრადიციები, რომლებიც შოკში აგდებს სხვა ქვეყნების ტურისტებს. ასე რომ, უცხოელი სტუმრების ყოველდღიური ჩვევებითა და ჩვეულებებით გაკვირვება ჩვენთვისაც არ არის რთული.

მხოლოდ ის ფრაზა რად ღირს, აბაზანიდან გამოსულ ადამიანს ავტომატურად ,,გაამოს” რომ ეუბნები.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, თუ რომელი შინაგანი ტრადიცია და ყოველდღიური ჩვევა იწვევს უცხოელთა გაოცებას. იქნებ უკვე მოგივიდა თავში ვარიანტები? მოდი ვნახოთ, თუ დაემთხვევა ჩვენი და შენი ვერსიები ერთმანეთს.

უცნაური ტრადიციები

1. უცხოელებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უცნაური ჩვევაა სტუმრად მისვლა საჩუქრით (თუნდაც უმიზეზოდ).

ჩვენთვის სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არათავაზიანად ითვლება, მაგრამ ჩვენი უცხოელი მეგობრები მუდამ სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან ყურადღების ასე გამოვლინებით.

2. ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი მიზეზის გამო შეგვიძლია სუფრა გავშალოთ და დღესასწაული მოვაწყოთ. უმნიშვნელო მოვლენის საპატივსაცემოდაც კი ვახერხებთ ბრწყინვალე აღნიშვნის მოწყობას. საკვები მომდევნო დღეებშიც ,,გასასაღებელია.”

უცხოელების უმეტესობა ძალიან ეკონომიური ხალხია. ამიტომ, ისინი მსგავსი მასშტაბის დღესასწაულებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აღნიშნავენ.

3. ჩვენი (უცხოელთათვის გაუგებარი) კიდევ ერთი ჩვევაა სადილის სუფრასთან დიდი ხნის გატარება.

ჩვენთვის საკმაოდ ნორმალურია, რომ მეგობრებთან შეხვედრის დროს საღამომდე ვისხდეთ სუფრასთან და უსასრულოდ მოვყვეთ სხვადასხვა ისტორიები.

მაგრამ საზღვარგარეთ სუფრასთან ყოფნა მაშინ მთავრდება, როცა საკვების ათვისებას მორჩებიან.

4. რაც შეეხება ჩვენი ხალხური ნიშნებისა და ცრურწმენების რაოდენობას, ზოგჯერ ჩვენ თვითონვე გვიკვირს მათი არსებობა.

უცხოელებს აოცებს ჩვენი ჩვევა – თითქმის ყველაფერში ფარული ნიშნები და სიმბოლოები დავინახოთ.

5. ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის დაჩაზე მოგზაურობა ძირითადად ერთგვარი დასვენებაა. ჩვენ კი უმეტესად საქმის გამო ჩავდივართ იქ.

ამიტომ ჩვენი იძულებითი მოგზაურობები დაჩაზე და ბაღის დამღლელი სამუშაოები უცხოელებში უამრავ კითხვას აჩენს.

6. უცხოელთათვის მიუღებელი კიდევ ერთი ტრადიცია ისაა, რომ ზრდასრული ბავშვები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

ჩვენს ქვეყანაში კი მსგავსი მოვლენა საკმაოდ მისაღებია.

7. რაც შეეხება მთავარ დღესასწაულს, შობა უცხოეთში ასე გამოიყურება.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ. რაც ასევე ძალიან გასაკვირია უცხოელებისთვის.

შენ რომელი შინაური თუ უცხოური ტრადიციები გეჩვენება უცნაურად? ჩვენ ველოდებით შენს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით და გისურვებთ სასიამოვნო დღეს.

მომავალ შეხვედრამდე!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: