მთავარი რჩევები აი, რაში იფლანგება ფული

აი, რაში იფლანგება ფული

by Keti

მხოლოდ გამონაკლისი ადამიანი თუ იტყვის, რომ მას ფული ყველაფრისთვის ყოფნის. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ყიდულობს ბევრ არასაჭირო ნივთს. მოგვიანებით კი გვეშინია ვაღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ეს ფულის ფლანგვა იყო და ამა თუ იმ ნივთის გარეშეც კარგად შეგვეძლო ცხოვრების გაგრძელება.

დღეს გაგიზიარებთ იმ ნივთების სიას, რომელთა შეძენაც არ ღირს. მათი ყიდვისგან თავის შეკავების შემთხვევაში, ნამდვილად ბევრ ფულს შეინახავთ, რასაც შემდგომ უფრო ფუნქციურად გამოიყენებთ.

ფულის ფლანგვა

1. მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის აღებაში ფულის გადახდა ალბათ ცუდი გადაწყვეტილებაა, თუკი მანქანის შეძენას არ აპირებ. ბევრი ადამიანი ამ დოკუმენტს იმიტომ იღებს, რომ შესაძლოა მომავალში გამოადგეთ.

უფრო გონივრული იქნება, მაშინ აიღოთ მართვის მოწმობა, როცა მანქანის შეძენას დაგეგმავთ.

2. სავარჯიშო ველოსიპედი

სახლში ასეთი ნივთის ქონა არაფერს გვავნებს, მით უმეტეს, ახლა, როცა სავარჯიშო დარბაზების დაკეტვა-გახსნის ამბავი კვლავ გაურკვეველია. თუმცა, როგორც წესი, სავარჯიშო ველოსიპედი პირველი 2 კვირაა ხოლმე ფუნქციური, შემდეგ კი ტანსაცმლის საკიდად გადაიქცევა და სახლში ზედმეტ ადგილს იკავებს.

3. წვენსაწური

რა ჯობია ახალდაწურულ წვენს? ეს ჯანსაღი სასმელი ნებისმიერი საუზმის კარგი დამატებაა. მაგრამ როცა გაიგებთ, რომ ორი ჭიქა ფორთოხლის წვენისთვის ერთი კგ ფორთოხალი გჭირდებათ, ხვდებით რამდენად ძვირი ჯდება წვენსაწურის რეგულარული გამოყენება.

ასე რომ, დიდი შანსია ამ ნივთმაც მალე დაკარგოს ფუნქცია და შორეულ თაროზე გადაინაცვლოს.

4. საქორწინო კაბა

ბევრი ქალი ოცნებობს ქორწილში ლამაზი კაბის ტარებაზე, რათა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ. მაგრამ ნუთუ ღირს უამრავი თანხის გაღება იმ კაბისთვის, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა გეცვას? მგონი ფულის ფლანგვაა და მეტი არაფერი.

5. რობოტი მტვერსასრუტი

დიახ, ამ ნივთს მტვრის აღება დიდი ჩარევის გარეშე შეუძლია. მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ რობოტი-მტვერსასრუტი თქვენს სახლს სისუფთავეს შეუნარჩუნებს. კუთხეების, პლინტუსებისა და ავეჯით გადატვირთული ადგილების დასუფთავება მის ძალებს აღემატება. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძნელად მისასვლელი ადგილების დასუფთავება ცალკე მოგიწევთ. თან მაღალი ხარისხის რობოტი-მტვერსასრუტი საკმაოდ დიდი თანხა ჯდება.

6. პრინტერი

ერთია, თუ პრინტერი მართლაც გჭირდებათ ყოველდღიური სამუშაოსთვის და მის რეგულარულად გამოყენებას აპირებთ. მაგრამ თუ ამ მოწყობილობას მხოლოდ თქვენი კომპიუტერის ან ლეპტოპის “დასატვირთად” ყიდულობთ, იმ იმედით, რომ შეიძლება ოდესმე დაგჭირდეთ, ეს ფულის ფლანგვაა. თავდაპირველად შეიძლება სახალისო იყოს ფოტოების დაბეჭდვა. მაგრამ შემდეგ პრინტერი უბრალოდ ზედმეტი გახდება და რომელიმე კარადაში მტვერსაც ლამაზად დაიდებს.

7. უთო და ორთქლმავალი

თანამედროვე დიასახლისები სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობენ ისეთი შრომატევადი საქმეების შესრულებაში, როგორიცაა ტანსაცმლის დაუთოება. ბევრი ქსოვილის გაწმენდა ისე ადვილია, რომ დაუთოება არ სჭირდება. მით უმეტეს, სარეცხი მანქანებსაც აქვს გაუთოების ფუნქცია. ამიტომ, უთო, უთოს მაგიდა და უთოს ორთქლმავალი უფუნქციო ნივთად იქცევა.

8. უნიტაზის დასაფენი

ეს ნამდვილად კომფორტულ ნივთს ჰგავს, თუმცა დროთა განმავლობაში ბაქტერიების ნამდვილი ბუდე ხდება. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა მისი შეძენა.

რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალის გარდა კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც თანხის გაღება არ ღირს. მთავარი წესი ისაა, რომ შენაძენის გაკეთებამდე კარგად დავფიქრდეთ, მართლა გვჭირდება ესა თუ ის ნივთი სახლში, თუ უბრალოდ პირველ შთაბეჭდილებებს ვყვებით?

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!