როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი – გურამ დოჩანაშვილის შეგონება

by guramus

26 მარტი ყველასათვის საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მონაკვეთს ბატონი გურამის ნაწარმოებიდან “სამოსელი პირველი”

 

“ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი… ან მდევარი.. – და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი…
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ… თვალებით ყევლაფრის თქმა უნდა შეძლოს… ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა… სახის ჩრდილებიც, – ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული – ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინვე მიხვდებით ნამდვილი ქალი თუა – ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული… და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი…

ასევე დაგაინტერესებთ