მთავარი გასართობი ქურდს სახლის ძარცვის დროს ჩაეძინა და პოლიციას მისი გაღვიძება მოუხდა

ქურდს სახლის ძარცვის დროს ჩაეძინა და პოლიციას მისი გაღვიძება მოუხდა

by Keti

დაახლოებით საღამოს 2 საათზე, ოფიცერმა საკდამ გაიღვიძა და შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილის ოთახში ჰაერის კონდიციონერი იყო ჩართული.

იმ დროს ქალიშვილი სხვა ქალაქში იყო. ამან კი პოლიციელი დააფიქრა და გოგონას საძინებლის შემოწმება ფანჯრიდან შესვლით გადაწყვიტა. იქ მან უცნობი კაცი იპოვა, რომელიც პოლიციელის ქალიშვილის პლედში იყო გახვეული და მშვიდად ეძინა.

მან პოლიციის რაზმი გამოიძახა და ქურდს ხმამაღლა დაუყვირა გასაღვიძებლად. მძარცველიც ნელ-ნელა შეუდგა გამოფხიზლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქურდს ოფიცერის სახლიდან არაფერი მოუპარავს, ის მაინც დააკავეს სახლში უკანონოდ შეჭრის ბრალდებით.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც პოლიციელი მოულოდნელ სტუმარს აღვიძებს. აშკარად მძარცველსაც ძალიან აოცებს მოცემული სიტუაცია.

https://www.youtube.com/watch?v=Chu56ToKCQg&t=2s

როგორც ჩანს, ქურდს არათუ ჩაეძინა, არამედ მიზანმიმართულად გადაწყვიტა მყუდროდ დაძინება. მას ტანსაცმელიც გახდილი ჰქონდა და პლედშიც საგულდაგულოდ იყო გახვეული. საბოლოოდ, თავად ფაქტი მისთვის არც ისე კომფორტულად დასრულდა.